მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 132)

თეგის არქივი: იუვენტუსი

დი ლივიო: “დიბალას ტრავმები კლუბს ეჭვს უჩენს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ პაულო დიბალას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ერთადერთი ეჭვი არგენტინელი თავდამსხმელს ხშირ ტრავმიანობას უკავშირდება. „დიბალას ბოლო დროს ყოველთვის ერთი პრობლემა აქვს: გამოჯანმრთელდება და მერე ისევ ტრავმას იღებს. ეს სიტუაცია კლუბს აიძულებს ბევრი იფიქროს. ერთადერთი ეჭვი ფიზიკურ პრობლემებს უკავშირდება. მე ეჭვი არ …

სრულად წაკითხვა »

იულიანო: “ჭიქა ნახევრად სავსეა, მაგრამ ნახევარდაცვა ისევ პრობლემაა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკ იულიანომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, პაულო დიბალას და ხუან კუადრადოს კლუბმა კონტრაქტები უნდა გაუხანგრძლივოს, მთავარ პრობლემად კი ნახევარდაცვის ხაზი მიაჩნია. “ეს არის აღმავლობის და დაღმასვლის წელი. ეტყობა, რომ „იუვეს“ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე სეზონის დასაწყისში, ძალიან ვაფასებ ვლაჰოვიჩის და ზაკარიას მოსვლას და უფრო მომწონს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კუადრადოს კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და შეთანხმება თითქმის მიღწეული აქვს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულების 2 წლით განახლებაზე შეთანხმდნენ, კიდევ ერთი წლით განახლების შესაძლებლობით. კოლუმბიელი ფეხბურთელის ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება. ხუანს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მას უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევს და კლუბის ხელმძღვანელობაც …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ინტერისთვის” 2006 წელს გადაცემული სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს

„იუვენტუსი“ აგრძელებს ბრძოლას „ინტერისთვის“ 2006 წელს გადაცემული სკუდეტოს უკან დასაბრუნებლად. ტურინულმა კლუბმა ეს გადაწყვეტილება ამჯერად Lazio Tar-ის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. ბოლო წლებში „იუვემ“ სკუდეტოს დაბრუნება სამჯერ მოითხოვა, მაგრამ სამჯერვე უარი მიიღო, მათ შორის, 2011 და 2019 წლებში. მიუხედავად ამისა, კლუბი ბრძოლას არ წყვეტს. ლაციოს რეგიონალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა და …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “დე ლიხტთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „სპეციასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, მატაის დე ლიხტთან წყვილში თამაში მისთვის ძალიან სასიამოვნოა. „ფუნდამენტური გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო, რადგან „ატალანტამ“ ამ ტურში წააგო. კომპაქტურად ვითამაშეთ და შევძელით, რომ მოგვეგო. მეორე ტაიმი მძიმე იყო, „სპეცია“ ოთხი შემტევით თამაშობდა. …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ამ 3 ქულას ოქროს ფასი ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფორვარდის განცხადებით, ამ სამ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა. „ვიცოდი, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ბევრი რამის გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ეს არის სამი ქულა, რომელსაც ოქროს ფასი აქვს. შესანიშნავი პირველი ტაიმი გვქონდა, მეორე ნაკლებად, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ტიტულებს ასეთი მძიმე გამარჯვებებით იგებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო და მისი გუნდი დაღლილია, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია და როტაციას ვერ აკეთებს. „პირველი ტაიმი ორგოლიანი უპირატესობით უნდა დაგვესრულებინა. მეორე ტაიმში დაღლილები ვიყავით, ინტენსიური თამაშებიდან მოვედით და ცვლილებებს ვერ ვაკეთებთ ბევრი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სპეცია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „სპეცია“ ალვარო მორატას გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 7 – ცოტა ხანი უმოქმედოდ იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯიაზის თავური აიღო, გასაოცარი იყო აგუდელოს მომენტში. დანილო 6 – დამატებითი ნახევარმცველი იყო ბურთის ფლობის ფაზაში, მან ყოველთბის იცის რა გააკეთოს. დე ლიხტი …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “სპეცია” მორატას გოლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მაქს ალეგრის გუნდმა ისევ დიდი დანაკლისით ითამაშა და ამიტომაც, მორიგი 3 ქულის მითვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თანაც, კონკურენტ „ატალანტას“ წაგებით კარგად ისარგებლა. მატჩის ბედი 21-ე წუთზე ალვარო მორატას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. დანიელე რუგანიმ მეტოქის პასი ჩაჭრა, დუშან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზაფხულში რაულ ბელანოვას შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსს“ „კალიარის“ მარჯვენა მცველი რაულ ბელანოვა დაიკავშირეს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის ყიდვას ზაფხულში აპირებს. ბელანოვა „ბორდოს“ საკუთრებაა და სარდინიულ გუნდში იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. იტალიელი მცველი კარგ სეზონს ატარებს და წყაროს თანახმად, ტურინელები …

სრულად წაკითხვა »