მთავარი / სიახლეები / იულიანო: “ჭიქა ნახევრად სავსეა, მაგრამ ნახევარდაცვა ისევ პრობლემაა”

იულიანო: “ჭიქა ნახევრად სავსეა, მაგრამ ნახევარდაცვა ისევ პრობლემაა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკ იულიანომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, პაულო დიბალას და ხუან კუადრადოს კლუბმა კონტრაქტები უნდა გაუხანგრძლივოს, მთავარ პრობლემად კი ნახევარდაცვის ხაზი მიაჩნია.

“ეს არის აღმავლობის და დაღმასვლის წელი. ეტყობა, რომ „იუვეს“ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე სეზონის დასაწყისში, ძალიან ვაფასებ ვლაჰოვიჩის და ზაკარიას მოსვლას და უფრო მომწონს მორატა, რომელიც „სპეციასთან“ გადამწყვეტი იყო”.

– ეს თქვენი ფრთხილი ოპტიმიზმია?

– დიახ, ჭიქას ნახევრად სავსეს ვუყურებ. ყოველთვის რაღაც მეტს ველით, როგორც თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. ეს არის ყველაზე მთავარი.

– თამაშისგან უფრო მეტს ველით, მაგრამ ასეთი ძნელი „იუვე“ ბოლოს როდის იყო, ძნელი გასახსენებელია. რა აზრის ხართ ამაზე?

– პრობლემა წლებია იგივეა – ნახევარდაცვა, სადაც მაკკენის გარდა არავინაა, ვისაც სტაბილურად შეუძლია მეტოქის მოტყუება. ბოლოს კარგი ნახევარდაცვა „იუვეს“ ბერლინის ფინალში ჰყავდა, პირლოს, ვიდალის, პოგბას და მარკიზიოს კალიბრის სახელებით, რომლებიც ორივე ფაზაში კარგები იყვნენ. ახლო წარსულში ეს პრობლემები რონალდუმ გადაჭრა, რომელმაც გოლები და საგოლე პასები დამოუკიდებლად მიითვალა.

– თუმცა, როგორც თქვით, ჭიქა ნახევრად სავსეა. ვლაჰოვიჩი სწორედ ამ მიზეზით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ „სპეციასთან“ ვერ გაიტანა…

– როდესაც პასებს ვერ გაძლევენ, რთულია კარში დარტყმა და გატანა. მე ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი და იმედი ვიქონიოთ, რომ მას „იუვეს“ სიმშვიდე არ მოერევა.

– „იუვეს“ ახალი რევოლუცია სჭირდება?

– არა, მაგრამ პრობლემა ნახევარდაცვაშია. ფეხბურთელები კარგები არიან, მაგრამ ის რაც აკლია, არის ის, ვისაც შეუძლია განსხვავების შეტანა თამაშში. აღარ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიცაა პოგბა, რომელსაც შეტევის დასრულება 30 მეტრიდანაც შეუძლია. მე ზიდანი, დეშამი და დავიდსი მყავდა და მათთან ერთად თვალდახუჭული ვთამაშობდი.

– წეღან მორატა ახსენეთ, რას ფიქრობთ მასზე?

– ვფიქრობ, ის მხოლოდ შექებას იმსახურებს თავისი ბოლო მატჩებისთვის. ის არის ფეხბურთელი, რომელიც „იუვეს“ პურივით სჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ იანვარში დარჩა და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ტურინში დარჩება.

– ეს იქნება გადამწყვეტი კვირა დიბალასთან კონტრაქტის განახლებისთვის. მისი დარჩენის მომხრე ხართ თუ წინააღმდეგი?

– ის დიდი ფეხბურთელია, „იუვეს“ სიმბოლო. საჭირო იქნება ორივე მხარის ნების გაგება, იმიტომ, რომ მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის მთავარი. ზუსტად არ ვიცნობ წავიკითხე, მაგრამ გავიგე, რომ ხელმძღვანელობას სურს, რომ ოქტომბერში დადებული შეთანხმება განიხილოს. ზოგადად, როცა მსგავსი რამ ხდება, ეს ნიშნავს, რომ აღარ გჯერა რომელიმე მოთამაშის ძველებურად ძლიერად. დიბალა კრისტალური ნიჭიერია, იმედი მაქვს, რომ კონტრაქტს განაახლებს.

– დიბალას გარდა, კიდევ ასეთი 4 ფეხბურთელია…

– დიახ, ერთ-ერთი მათგანი კუადრადოა. ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო, მას კონტრაქტი სასწრაფოდ უნდა გაუხანგრძლივონ. ამდენი ხანი არ უნდა ელოდოს. თუ „იუვეს“ სურს კვლავ იყოს „იუვე“, არ შეიძლება ასეთ მოთამაშეებზე უარი თქვან. კარგად თამაშისთვის საჭიროა შესაბამისი მოთამაშეები და არ მგონია, რომ თვითონ ალეგრიც კმაყოფილი იყოს გუნდის მსგავსი თამაშით.

– სკუდეტოზე რას ფიქრობთ?

– არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია. პირველ რიგში „იუვემ“ სტაბილური შედეგები უნდა აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება. არ არსებობს გუნდი, რომელიც დომინირებს და ამიტომ, საჭირო იქნება წინ მყოფი გუნდების ფეხის დაცდენით კარგად ისარგებლოს. ჩემპიონთა ლიგა? პირველი მიზანი მერვედფინალური ეტაპის გადალახვა უნდა იყოს, მერე ვნახოთ. ამ ტურნირის გაშიფვრა ყოველთვის ძალიან რთულია, არ არსებობს ზუსტი მეცნიერება მის მოსაგებად. ამას ამბობს ფეხბურთელი, რომელმაც სამი ფინალი წააგო (იღიმის).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …