მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 111)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“ატალანტა” დემირალს გამოისყიდის

ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდის. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი ავრცელებს. თურქი მცველი ბერგამოელებს გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა, მაგრამ „ატალანტა“ მას გამოისყიდის და „იუვე“ 20 მილიონ ევროზე ოდნავ მეტ თანხას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალმა „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა »

მირეტის მამა: “ჩემს შვილს “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა”

ფაბიო მირეტის მამამ, ლივიო მირეტიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელზე ტურინში დიდ იმედს ამყარებენ და მამამისმა თქვა, რომ მისი შვილის ოცნება „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „როდესაც ის „იუვენტუსის“ საშობაო წვეულებაზე მიდიოდა, ფეხბურთელებს ავტოგრაფებსა და ფოტოებს კი არ სთხოვდა. მისი სხვა ახალგაზრდა თანაგუნდელები სახლში გაოცებულნი ბრუნდებოდნენ, მისთვის კი …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალამ “ინტერში” გადასვლა გადაწყვიტა

პაულო დიბალა თანახმაა „ინტერში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ დიბალას გადაბირება „ინტერს“ სურდა, მაგრამ ახლა მხარეების თანამშრომლობის სურვილი ორმხრივია. არგენტინელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და „ინტერი“ აირჩია. წყაროს თანახმად, გადამწყვეტი „ინტერის“ პრეზიდენტის სტივენ ჟანგისა და ფეხბურთელის გარემოცვის შეხვედრა იყო, რომელიც მილანში შედგა. პაულოს იტალიაში …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი “იუვეზე”, მომავალზე, ვლაჰოვიჩსა და “მილანში” ტრანსფერზე…

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეში“ ბედნიერია და იმედოვნებს, რომ ტურინში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩება. „რა თქმა უნდა, სინანული არსებობს. გზაზე ქულები დავკარგეთ, შეგვეძლო რამდენიმე თამაში სხვანაირად გვეთამაშა. 2-3 ქულით მეტი რომ გვქონოდა, საკმარისი იქნებოდა …

სრულად წაკითხვა »

ლუკა პელეგრინი ვარჯიშზე დაშავდა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლუკა პელეგრინი ვარჯიშზე დაშავდა და გუნდს გამოაკლდა. 23 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ალვარო მორატასთან შეჯახებისას მიიღო. უკვე გადაწყვეტილია, რომ ლუკა 6 მაისს, “ჯენოასთან” მატჩში ვერ ითამაშებს, დანარჩენი კი მოგვიანებით გაირკვევა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა პელეგრინიმ “იუვეს” მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა.

სრულად წაკითხვა »

ლოკატელიმ ვარჯიში განაახლა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. იტალიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე დაბრუნდეს. ლოკატელიმ ტრავმა ზუსტად ერთი თვის წინ “ინტერთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ გუნდს დაუბრუნდეს და შესაძლოა ეს ისევ “ინტერთან” მოხდეს, 11 მაისს, …

სრულად წაკითხვა »

კიეზას გამოსყიდვა “იუვესთვის” სავალდებულო გახდა

ფედერიკო კიეზა ოფიციალურად „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება და ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტურინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. მოგეხსენებათ, კიეზა „იუვეს“ 2020 წელს „ფიორენტინადან“ ორწლიანი იჯარით შეუერთდა. მაშინვე ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტები, რომელთა საფუძველზე კიეზას გამოსყიდვა სავალდებულო ავტომატურად ხდებოდა: თუ კიეზა მეორე სეზონში 10-ნიშნა რიცხვს მიაღწევდა გოლებით და საგოლე პასებით. თუ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი “იუვეზე”: “ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ საკუთარ დაბადების დღეზე „ვენეციასთან“ დუბლი შეასრულა. მან სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეს“ მიუძღვნა. მან გოლის შემდეგ მაისურზე „იუვეს“ ლოგოს აკოცა და დაწერა, რომ აქამდე არცერთი გუნდის ლოგოზე ნაკოცნი არ ჰქონდა, მაგრამ ამის გასაკეთებლად შესაფერისი დრო იყო. „ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია. ვისაც ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. სერია A-ს 35-ე ტურში „რომამ“ შინ „ბოლონიას“ ვერ მოუგო (0:0), რამაც მასიმილიანო ალეგრის გუნდს ოთხეულში ადგილი გაუნაღდა. „იუვენტუსი“ „რომას“ და „ლაციოს“ 10-10 ქულით უსწრებს და დარჩენილ სამ ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 69 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან „ნაპოლის“ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “საუკეთესო დაბადების დღე მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვენეციასთან“ (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელმა საკუთარ დაბადების დღეზე დუბლი შეასრულა და თქვა, რომ საუკეთესო იუბილე ჰქონდა. „საუკეთესო დაბადების დღე მაქვს. აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ როცა კაპიტნის სამკლავურს ვირგებ, ეს რაღაც უფრო დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ვცდილობ, ვიყო მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ …

სრულად წაკითხვა »