მთავარი / თეგის არქივი: არტური (გვერდი 2)

თეგის არქივი: არტური

“იუვენტუსი” არტურის გაყიდვას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსი“ არტურის გასხვისებას ცდილობს. იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო კერუბინი მილანში ბრაზილიელი ნახევარმცველის აგენტ ფედერიკო პასტორელოს შეხვდა და გამოსავლის პოვნაზე მუშაობენ. არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, თან საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, რის გამოც კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ცნობილია, რომ არტურით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული, ხოლო თავის მხრივ „იუვეს“ ინგლისური კლუბის …

სრულად წაკითხვა »

არტურის აგენტი: “ამ სიტუაციის გაგრძელება არავის ინტერესშია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ არტურს კლუბის დატოვება სურს. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა. „იანვარში არტური „არსენალთან“ ახლოს იყო. ის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრობს. სარისთან ერთად „იუვეში“ ჟორჟინიოს როლს მოირგებდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ალეგრი მას აფასებს, მასიმილიანოს სურს ნახევარდაცვაში ფიზიკურად ორი ძლიერი ფეხბურთელი. ამ სიტუაციის გაგრძელება არავის ინტერესშია“, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” არტური გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური ტრავმირებულია. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბრაზილიელმა ტერფის დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ტრავმა დადასტურდა და ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღითიდღე დააკვირდებიან. ეს „იუვესთვის“ სერიოზული პრობლემაა, რადგან ნახევარდაცვის ცენტრში არტურის გარდა, ტრავმები აქვთ მანუელ ლოკატელისა და ვესტონ მაკკენის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური შესაძლოა “ასტონ ვილაში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა როდრიგო ბენტანკურმა დატოვოს. ურუგვაელი ფეხბურთელით ბირმინგემის „ასტონ ვილა“ სერიოზულადაა დაინტერესებული. ბენტანკური სტივენ ჯერარდს მოსწონს და ინგლისური კლუბის სკაუტები „მილანთან“ მატჩსაც დაესწრნენ, რომელშიც როდრიგომ შესანიშნავად ითამაშა. „იუვე“ მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში. ბენტანკურს, რომელიც ტურინულ გრანდში 2017 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ „გლადბახის“ შვეიცარიელ საყრდენს, დენის ზაკარიას, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ ტურინელები ახლა 5-6 მილიონ ევროს გადაიხდიან, 25 წლის ფეხბურთელი იანვრიდან შეუერთდება „ბიანკონერის“. თუმცა, მისი ტრანსფერი არტურზეა დამოკიდებული, რომლითაც „არსენალი“ ინტერსდება და მოლაპარაკებები გრძელდება. თუ ბრაზილიელი გუნდიდან …

სრულად წაკითხვა »

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, რომ ბრაზილიელი იჯარით წაიყვანონ და სეზონის ბოლომდე ხელფასის ნაწილი მათ გადაუხადონ. თუმცა, „იუვე“ თუ არტურის შემცვლელს ვერ იპოვის, სამხრეთამერიკელის გაშვების წინააღდეგია. თავად ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში გადასვლის სურვილი აქვს, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა. მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” არტური დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ არტური დაუბრუნდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს შეუერთდება. ბრაზილიელ ფეხბურთელს ვირუსი 31 დეკემბერს დაუდასტურდა, მაგრამ დღეს ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამრიგად, არტური „ნაპოლისთან“ 6 იანვარს გასამართ მატჩში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, არტურსა და კარლო პინსოლიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება. ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში და გუნდს გამოაკლდნენ. გარდა ამისა, კორონავირუსია გავრცელებული 23-წლამდე გუნდში, მათ შორის ინფიცირებულია მატიას სულე, რომელიც ბოლო დროს მთავარ გუნდში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა »

პასტორელო: “არტურის სუტიაციას ვაფასებთ, ბერნარდესკის “იუვედან” წასვლა არ სურს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების, არტურისა და ფედერიკო ბერნარდესკის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თავისი კლიენტების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მან არ გამორიცხა, რომ არტურმა გუნდი იანვარში დატოვოს, ხოლო ბერნარდესკის „იუვეს“ დატოვება არ სურს და კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, შეიძლება გაახანგრძლივოს. „არტურს სურს თავისი გუნდის წამყვანი მოთამაშე იყოს, განსაკუთრებით წელს, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს …

სრულად წაკითხვა »

“არსენალი” “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებით, არტურით და დეიან კულუშევსკითაა დაინტერესებული. ორივე მოთამაშე მასიმილიანო ალეგრის გეგმებს მიღმაა და არაა გამორიცხული გუნდმა ისინი იანვარშივე გაუშვას. განსაკუთრებით არტური, რომლის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ ეცდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავისი კლიენტისთვის ახალი გუნდი მოძებნოს. კულუშევსკის რაც შეეხება, „იუვე“ მისი გაყიდვიდან შემოსული ფულით ახალი თავდამსხმელის ან …

სრულად წაკითხვა »