მთავარი / თეგის არქივი: სერია A (გვერდი 12)

თეგის არქივი: სერია A

“იუვენტუსის” ზედიზედ მე-7 მოგება სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი გამარჯვებით განაახლა და წელი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო. თუმცა, სცენარი უცვლელი დარჩა – „იუვემ“ ინერვიულა და აუტსაიდერ „კრემონეზეს“ მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით აჯობა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი უპირატესობას ფლობდა, ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტოქის მეკარე მარკო კარნეზეკიმ 7 სეივი მიითვალა და ყველა შემთხვევაში რთული …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, სეზონის განახლება ყოველთვის რთულია და თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მიუდგნენ. „52-დღიანი პაუზის შემდეგ ხვალ ისევ ვითამაშეთ და რთული თამაში გველოდება. ბოლო ორ საშინაო მატჩში „კრემონეზეს“ გოლი არ გაუშვია, „ნაპოლისთანაც“ აგრესიულად ითამაშეს. თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნეთ და თამაშს …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეიძლება შეუჩერებელი გახდეს. „იუვე“ ჩემი აზრით, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, იქნება გუნდი, რომელსაც უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან სრული შემადგენლობით შეიძლება დამანგრეველი იყოს. ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნებაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამისთვის ორი რთული რამ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

მასიმილიანო ალეგრი სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა. ალეგრი მიმდინარე სეზონში პირველად გახდა თვის საუკეთესო მწვრთნელი. ნოემბერში „იუვემ“ სერია A-ში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე თამაში მოიგო – „ინტერთან“, „ვერონასა“ და „ლაციოსთან“. 🏆 Massimiliano Allegri è il Coach of the Month – Novembre! 👏 #COTM …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ლაციოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში მოიზე კინის დუბლითა და არკადიუშ მილიკის გოლით „ლაციო“ 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს. „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ ექვსჯერ კარი მშრალად 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად შეინახა. მაშინაც, მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო. ტურინულმა გუნდმა სერია A-ში ზედიზედ 4 საშინაო …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაპოლი” ახლა მიუწვდომელია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, 6 ტურის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ახლა „იუვე“ მესამე ადგილზე იქნებოდა. „ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში. მოედანზე მნიშვნელოვანი ძალისხმევით გავედით, რადგან მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო. მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტის შექმნის საშუალება მივეცით …

სრულად წაკითხვა »

მოიზე კინი: “ალეგრის წყალობით უკეთ ვთამაშობ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა, რომ უკეთ ათამაშდა. „მწვრთნელის დამსახურებით უკეთ ვთამაშობ, რომელიც არასდროს კარგავდა მოთმინებას, რომ ჩემთვის აეხსნა როგორ შემეტია სივრცეში. ვარჯიშის ბოლოს ვრჩებოდი და ვვარჯიშობდი სწორ მოძრაობებზე, რაზეც მწვრთნელი მიმითითებდა. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო. სკუდეტოს …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “კრიზისი დასრულებულია, “იუვეს” კარგი მომავალი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა კრიზისი დაძლია და კარგი მომავალი აქვს. „სასიამოვნოა აქ დაბრუნება. ჩემთვის უსასრულო 10 თვე იყო, აგვისტოში ჩანდა, რომ დაბრუნებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ახალი პრობლემები გაჩნდა, რამაც ჩემი დაბრუნება შეაყოვნა. ახლობელი ადამიანების დამსახურებით გამოვედი რთული პერიოდიდან. შესვენება? მერჩივნა …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “სწორი მენტალიტეტი ვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა სწორი მენტალიტეტი იპოვა და ყველა ფეხბურთელი მოედანზე ერთმანეთისთვის იბრძვის. „ვთქვი, რომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ და ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ახლა ვიპოვეთ სწორი მენტალიტეტი, ასე უნდა გავაგრძელოთ. ცხადია, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში რომის „ლაციო“ 3:0 მოიზე კინის დუბლითა და არკადიუშ მილიკის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – კარგად ითამაშა, მაშინაც, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ზედიზედ მეექვსედ მშრალად შენახული კარი, კონკრეტულად პოლონელისგან – მეხუთე. გატი 6 – პედროს წინააღმდეგ თამაში მისთვის იდეალური არ …

სრულად წაკითხვა »