მთავარი / თეგის არქივი: სერია A (გვერდი 16)

თეგის არქივი: სერია A

ალეგრი: “ჩვენი მიზნები იგივეა, წინ კიდევ 29 ტურია დარჩენილი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ბაზაზე შეკრება სასჯელი არ არის, უბრალოდ ამ მომენტში გუნდმა კომპაქტურობა უნდა იპოვოს. „ხვალ დერბია, თამაში, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. რთული მატჩი იქნება, „ტორო“ აგრესიული და ინტენსიური გუნდია. რთული იქნება, როგორც ყველა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, გუნდურად ვითამაშოთ და …

სრულად წაკითხვა »

“მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ „მილანთან“ 0:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – ძელებმა გადაარჩინა, ის არასოდეს ჩანს რეაქტიული. დანილო 5.5 – ამ ლეაოსთან თამაში ყველასთვის თავის ტკივილია, ჩაწოდებებიც კარგი არ გამოუვიდა. ბრემერი 6 – მის ზონაში „მილანი“ გასვლას ვერ ახერხებდა. ბონუჩი 5.5 – ბრაჰიმ დიასს მწვანე შუქი აუნთო, როდესაც …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “აშკარა ჯარიმა იყო, მსაჯს ეს თავიდანვე უნდა დაენახა”

ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ ტეო ერნანდესმა ხუან კუადრადოზე თამაშის წესები დაარღვია და მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა. ამ მომენტს „იუვეს“ კართან კუთხური მოჰყვა, კუთხურს კი ფიკაიო ტომორის გოლი. „მილანის“ პირველი გოლი გავიდა კუთხურიდან, რომელიც ტეო ერნანდესსა და ხუან კუადრადოს შორის კონტაქტს მოჰყვა. ეს აშკარა ჯარიმა იყო, რომელიც მსაჯს უნდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ასეთი თამაშის შემდეგ სალაპარაკო ცოტაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მარცხის (0:2) შემდეგ განაცხადა, რომ ტექნიკურად ბევრი შეცდომა დაუშვეს და გუნდი ფსიქოლოგიურადაც მზად არ იყო ამ შეხვედრისთვის. „დღევანდელი მატჩის შემდეგ სათქმელი ცოტაა. თითქოს ნეგატიური პერიოდიდან გამოვედით, მაგრამ იგივე განმეორდა. პირველ 25 წუთში კარგად ვითამაშეთ, შემდეგ არაფერი შეგვიქმნია. ტექნიკურად ბევრი შეცდომა დავუშვით და ბუნებრივია, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “მილანთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეცხრე ტურში სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ შეხვედრისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 ოქტომბერს, …

სრულად წაკითხვა »

ბორიელი: “მილანთან” მატჩში “იუვეზე” უფრო მეტი წნეხი იქნება”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ბორიელომ ამ გუნდების მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეზე“ უფრო მეტი წნეხია, რადგან ტურინელებისთვის ქულები ახლა უფრო მნიშვნელოვანია. „ჩემპიონთა ლიგაზე ვნახე ფეხბურთელი, დი მარია, რომელიც ყოველთვის სხვაობას ქმნის. ატყუებს მეტოქეს და შეუძლია შეცდომის პასუხისმგებლობის აღებაც. თუმცა, „იუვემ“ ვერ დამარწმუნა, დიდი გუნდი „მაკაბის“ წინააღმდეგ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ბონუჩი ძირითადში დაბრუნდება, მილიკი უკეთაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, კარგი იქნება, თუ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველ თამაშს ხვალ მოიგებს. „ვემზადებით ისე, როგორც ყოველთვის „მილანთან“ მატჩის წინ. იტალიის ჩემპიონს ვეთამაშებით და ჩვეულებრივზე უფრო რთული თამაში იქნება, რადგან მათ ბოლო თამაში წააგეს. სტუმრად ამ სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ბოლონიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა. 3 – „იუვენტუსმა“ პირველი ტურის შემდეგ ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა. 4 – დუშან ვლაჰოვიჩმა „ბოლონიას“ ბოლო ოთხ მატჩში გაუტანა და მხოლოდ „სამპდორიასთან“ ჰქონდა …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “მთავარია დაცვაში კარგი თამაში, გოლის გატანა ყოველთვის შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გამარჯვება გუნდური თამაშით მოიპოვეს. „ამ კვირაში სწორი მენტალიტეტით ვიმუშავეთ. სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ეს მოვახერხეთ თავმდაბლობით და გუნდური თამაშით. ყველამ მარტივი რაღაცები უნდა გავაკეთოთ: დღეს ეს შევძელით, დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ვიცით, რომ შეტევაში ადრე …

სრულად წაკითხვა »

კოსტიჩი: “სადებიუტო გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფილიპ კოსტიჩმა „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ძალიან ბედნიერია, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. „ძალიან ბედნიერი ვარ პირველი გოლით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გამარჯვებით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ, მადლობა ვლაჰოვიჩს საგოლე პასისთვის და იმედი მაქვს, მალე მეც …

სრულად წაკითხვა »