მთავარი / სიახლეები / სერია A / ბორიელი: “მილანთან” მატჩში “იუვეზე” უფრო მეტი წნეხი იქნება”

ბორიელი: “მილანთან” მატჩში “იუვეზე” უფრო მეტი წნეხი იქნება”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ბორიელომ ამ გუნდების მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეზე“ უფრო მეტი წნეხია, რადგან ტურინელებისთვის ქულები ახლა უფრო მნიშვნელოვანია.

„ჩემპიონთა ლიგაზე ვნახე ფეხბურთელი, დი მარია, რომელიც ყოველთვის სხვაობას ქმნის. ატყუებს მეტოქეს და შეუძლია შეცდომის პასუხისმგებლობის აღებაც. თუმცა, „იუვემ“ ვერ დამარწმუნა, დიდი გუნდი „მაკაბის“ წინააღმდეგ ბოლო წუთებზე არ უნდა იტანჯებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებიდან ორი თვე გავიდა, გუნდს ისევ პრობლემები აქვს.

ვლაჰოვიჩი და მილიკი? ისინი სრულყოფილი ფორვარდები არიან, რომელთაც ერთად ძალიან კარგად თამაში შეუძლიათ. ორივეს აქვს ფიზიკური ძალა, ბურთს კარგად ინარჩუნებენ და კარგი დარტყმა აქვთ. მილიკი ვლაჰოვიჩის შემცვლელად მოვიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ის ძირითადში თამაშსაც იმსახურებს.

„მილანი“ – „იუვეს“ მატჩი? „იუვენტუსზე“ უფრო მეტი ზეწოლა იქნება, რადგან „სან სიროზე“ მარცხი მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ფრე შეიძლება კარგი შედეგი იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგად ითამაშებს შეტევაში და მხოლოდ თავის დაცვით არ შემოიფარგლება. „იუვემ“ უნდა ისარგებლოს მენიოს, კიაერისა და კალაბრიას არყოფნით“, – თქვა ბორიელომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …