მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ბონუჩი ძირითადში დაბრუნდება, მილიკი უკეთაა”

ალეგრი: “ბონუჩი ძირითადში დაბრუნდება, მილიკი უკეთაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, კარგი იქნება, თუ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველ თამაშს ხვალ მოიგებს.

„ვემზადებით ისე, როგორც ყოველთვის „მილანთან“ მატჩის წინ. იტალიის ჩემპიონს ვეთამაშებით და ჩვეულებრივზე უფრო რთული თამაში იქნება, რადგან მათ ბოლო თამაში წააგეს. სტუმრად ამ სეზონში ჯერ არ მოგვიგია და კარგი იქნება, თუ ხვალ პირველად მოვიგებთ.

„სალერნიტანასა“ და „მონცასთან 5 ქულა დავკარგეთ, პოტენციურად ამ ორ თამაშში 6 ქულის მოპოვება შეგვეძლო და 1 მოვიპოვეთ. „სალერნიტანასთან“ შეცდომა დავუშვით, მიუხედავად იმისა, თამაშის ბოლოს რა მოხდა, ზედმეტად ვნერვიულობდით. მონცაში იდეალურ პირობებში არ ჩავსულვართ. მთავარია შედეგებს სტაბილურად მივაღწიოთ. მეტოქე ძლიერია ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ. ლეაოს შეუძლია განსხვავების შექმნა და „სან სიროც“ თავის გუნდს დიდ მუხტს აძლევს.

ბონუჩი ძირითადში დაბრუნდება, მილიკი ბევრად უკეთაა, ჯერ კიდევ 24 საათი მაქვს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა, თამაშს. რა თქმა უნდა, „მაკაბისთან“ მატჩის ბოლო 15 წუთი არავის მოეწონა. დღეს ვარჯიში გვაქვს და მოვამზადებთ ხვალინდელ შეხვედრას. რაბიოსთან კონტრაქტის განახლება? სატრანსფერო ბაზარზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს, ამაზე ხელმძღვანელობა ფიქრობს. მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელი დაგვიბრუნდეს, რომლებიც გვაკლია. 13 ნოემბრამდე 10 თამაში გვაქვს, ასე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

„მილანის“ მარცხენა ფლანგი? იქ კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ამ ზონიდან მართლაც ბევრ მომენტს ქმნიან. გახსნილ სივრცეებში მათთან გამკლავება რთულია. ლეაოს გარდა, მათ სხვა მოთამაშეებიც ჰყავთ, ამიტომ, ყველა ასპექტში კარგად უნდა ვითამაშოთ. კოსტიჩი ფლანგის მცველად? ახლა ეს ძალიან რთულია, მან უნდა იმუშაოს და ვნახოთ, შეუძლია თუ არა იქ თამაში. მომავალში არავინ იცის რა მოხდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …