მთავარი / თეგის არქივი: სალერნიტანა

თეგის არქივი: სალერნიტანა

მსაჯმა დანილოს უთხრა, რომ ბონუჩი ბურთს თავით შეეხო

რატომ გააუქმა არკადიუშ მილიკის გოლი მსაჯმა და VAR-მა? ეს იტალიაში ბოლო დღეების განსახილველი თემაა და Tuttosport-მა მატეო მარჩენაროსა და დანილოს საუბარი გაშიფრა, გოლის გაუქმების შემდეგ. „აგიხსნი, კარგად აგიხსნი: ბონუჩი ბურთს თავით შეეხო“, – ეუბნება მსაჯი დანილოს. და, თუ ნამდვილად გოლი ამის გამო გააუქმა, კიდევ უფრო დიდ შეცდომასთან გვქონია საქმე, რადგან …

სრულად წაკითხვა »

სამსაჯო კომიტეტი: “VAR-ის ოთახში ის კადრები არ იყო ხელმისაწვდომი, რომლებშიც კანდრევა ჩანს”

იტალიის სამსაჯო კომიტეტმა „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩში მომხდარი სკანდალის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. AIA-ს განცხადება ძალიან ზოგადია, რომლის არც „იუვენტუსს“ უხდიან ბოდიშს და არც მსაჯისა და VAR-ის აშკარა შეცდომას აღიარებენ. გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის წერია, რომ VAR-ის ოთახში ხელმისაწვდომი არ იყო ის კადრები, რომელშიც ანტონიო კანდრევა ჩანს და რომლის …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “თამაშგარე რომც ყოფილიყო, ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლიდა”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა მაურო ბერგონციმ „სალერნიტანასთან“ არკადიუშ მილიკის გატანილ გოლზე ისაუბრა და თქვა, რომ მსაჯი აშკარად შეცდომა. ბერგონცი ფიქრობს, რომ თამაშგარე რომც ყოფილიყო, ლეონარდო ბონუჩს მომენტზე გავლენა არ მოუხდენია და მეკარეს ხელს არ უშლიდა. „მილიკის გოლი აბსოლუტურად სუფთა იყო, ამას მოწმობს სამსაჯო რეგულაციებიც. ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლის, გოლი უნდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდმა ორი გოლის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯმა გოლი შეცდომით გააუქმა, მაგრამ გუნდის რეაქციით კმაყოფილი იყო. „თქვენ ამბობთ, რომ საშინელი „იუვე“ იყო, მაგრამ საწყისი 20 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი წინ გასვლის უფლება მივეცით. შეგვეძლო თამაშის შემოტრიალება, მაგრამ მერე პენალტიც ავიკიდეთ. ორი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “თამაშგარეში არ ვიყავი, რომც ვყოფილიყავი, მომენტზე გავლენა არ მომიხდენია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა რომ თამაშგარეში არ იყო. გარდა ამისა, რომც ყოფილიყო, ეპიზოდზე გავლენა არ მოუხდენია. „მე მაშინვე ვთხოვე ჩვენი სტაფის წევრებს გადიდებული სურათები ეჩვენებინათ, რადგან იქვე შევამჩნიე, რომ კანდრევა თამაშში მტოვებდა. როგორც ვთქვი, მე ეპიზოდზე გავლენა არ მომიხდენია, ეს იყო VAR-ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეექვსე ტურში შინ „სალერნიტანას“ დაუზავდა (2:2). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. პერინი 6 – გოლები მისი პასუხისმგებლობა არ ყოფილა. კუადრადო 4.5 – ჯერ „სალერნიტანას“ კონტრშეტევის უფლება მისცა, მერე კი პირველ გოლში ძალიან სუსტად ითამაშა. ბონუჩი 5.5 – მას თამაში სჭირდება, ამიტომ მოედანზე და ყველაზე ცუდი არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “სალერნიტანას” ვერ მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ ვერ მოუგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს რომ უამრავი პრობლემა აქვს, აქამდეც ნათელი იყო და ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „იუვემ“ კარგად დაიწყო და ფაბიო მირეტის ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა. მერე კი სრული კოშმარი დაიწყო – „სალერნიტანამ“ „იუვეს“ ყველაფერში აჯობა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ანტიპათიური, მაგრამ გამარჯვებული გუნდი უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიპოვონ. „სალერნიტანა“ გადარჩენისთვის მებრძოლთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. შარშან ნიკოლამ დიდი სამუშაო შეასრულა და წელსაც იგივეს აგრძელებს. რთული მატჩი იქნება, რადგან აუცილებლად 3 ქულა გვჭირდება. ლოკატელი გადაღლილია და არ ითამაშებს, ამიტომ, …

სრულად წაკითხვა »

“სალერნიტანას” როველას გადაბირება სურს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ნიკოლო როველას გადაბირება „სალერნიტანას“ სურს. იტალიური მედიის ცნობით, სალერნოელთა სპორტული დირექტორი მორგან დე სანკტისი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და 21 წლის ფეხბურთელის იჯარით გადაბირებაზე მუშაობას იწყებს. „სალერნიტანა“ „იუვეს“ წინადადებით მალე მიმართავს. როველა „იუვენტუსმა“ 2021 წლის ზამთარში შეიძინა და წელიწადნახევარი იჯარით „ჯენოაში“ ირჯებოდა. ნიკოლო ამჟამად „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ემზადება …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “როგორც იუვენტინოსთვის, ეს ენით აღუწერელი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელ ფაბიო მირეტის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ის მინდორზე „სალერნიტანასთან“ თამაშის მიწურულს გამოჩნდა. მას მთავარ გუნდში დებიუტი „მალიოსთან“ ჰქონდა, ამჯერად კი იტალიის ჩემპიონატში მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და კომენტარი გააკეთა. „სერია A-ში ჩემი დებიუტი, ჩვენს სტადიონზე შედგა, რაც ჩემთვის, როგორც …

სრულად წაკითხვა »