მთავარი / თეგის არქივი: ევროპა ლიგა (გვერდი 4)

თეგის არქივი: ევროპა ლიგა

ალეგრი: “საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზების მხრივ უნდა მოუმატოს. „კიეზამ ტკივილი იგრძნო, ახლა საერთოდ არაფერი ვიცით მის მდგომარეობაზე, სიტუაცია უნდა შეფასდეს, ყველას იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია. ბევრი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული, მაგრამ ჯანმრთელად არიან …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “როცა ერთიანები ვართ, ჩვენი დამარცხება ძნელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ითამაშოს, რადგან გუნდი ერთად იმარჯვებს და ერთად მარცხდება. „მადლობა კაპიტანო (მიმართავს დელ პიეროს – რედ) სასიამოვნო სიტყვებისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო და დავეხმარო ბიჭებს, რომლებიც ჩემზე ნაკლებად გამოცდილები არიან. ძალიან ბედნიერი ვარ …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “დი მარია შესანიშნავი იყო, კოსტიჩის პასი კი ფენომენალური”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. მან ტურინელთა გოლზე ილაპარაკა, შეაქო, როგორც ანხელ დი მარია, ისე ფილიპ კოსტიჩი. „საბოლოოდ, დი მარია, არა მხოლოდ გოლისთვის, არამედ თამაშით აჩვენებს, რომ საუკეთესოა. შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ კოსტიჩის ჩაწოდებაც ფენომენალური იყო. ეს ძალიან ზუსტი პასი იყო. არ მინდა …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “რაბიოს გოლი უნდა ჩათვლილიყო”

ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩში საკამათო ეპიზოდები გაარჩია. მან თქვა, რომ გერმანელთა გოლი სამართლიანად გაუქმდა, ხოლო „იუვეს“ გოლი პირველ ტაიმში მსაჯს უნდა ჩაეთვალა. „ფრაიბურგის“ გოლი? უდავოა, რომ პასი ხელით თამაშით გაკეთდა და სამართლიანად არ ჩაითვალა. დაცვაში ეს ჯარიმა არ იქნებოდა, მაგრამ შეტევაში ასეთი ხელი ჯარიმაა. პირველ ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და მეტი გოლი უნდა გაეტანათ, მაგრამ სტუმრად ეცდებიან, რომ მომდევნო ეტაპის საგზური გაიფორმონ. „შესანიშნავად ვითამაშეთ, გასაგებია, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვიცით, რომ იქ უნდა წავიდეთ და ჭკვიანურად ვითამაშოთ, ვიცით, რომ ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფრაიბურგი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში შინ „ფრაიბურგი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – მისთვის მშვიდი საღამო იყო. დანილო 6.5 – ყოველთვის ან თითქმის, საუკეთესოა. ინტენსივობისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით, ასევე ეფექტურობის გამო, თუმცა, გერმანელთა გაუქმებულ გოლზე შეცდა. ბრემერი 6.5 – მარჯვენა მცველის პოზიციაზე უფრო მშვიდად ითამაშა. ალექს …

სრულად წაკითხვა »

დი მარიამ “იუვეს” “ფრაიბურგთან” პირველი რაუნდი მოაგებინა

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „ფრაიბურგი“ დაამარცხა, თუმცა, ეს არ არის უპირატესობა, რომელიც საპასუხო თამაშში მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს. მოედანზე კი მასიმილიანო ალეგრის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა: 18 დარტყმა ერთის წინააღმდეგ! პირველ ტაიმში საერთოდაც, გერმანელებს არ დაურტყამთ. სამაგიეროდ, „იუვემ“ ბევრი საგოლე შანსი გაანიავა. მეორე ტაიმის სტარტზე კი ფილიპ კოსტიჩის ჩაწოდების …

სრულად წაკითხვა »

პოგბა “ფრაიბურგთან” ვერ ითამაშებს, ის კლუბმა დასაჯა

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. ცნობილია ტურინული გუნდის განაცხადი, რომელშიც პოლ პოგბა არ არის. მიზეზი ტრავმა არაა. საქმე დისციპლინურ დარღვევას ეხება. პოგბამ გუშინ ვარჯიშზე დააგვიანა, რის გამოც კლუბმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფრანგი მოედანზე ვერ გავა. სავარაუდოდ, პოგბა გუნდს „სამპდორიასთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფრაიბურგი” რთული გუნდია, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული თამაში იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოიგონ. „გუნდისგან პროაქტიული დამოკიდებულება მინდა. ხვალ უნდა შევქმნათ საფუძველი მეორე მატჩის წინ უპირატესობისთვის. ადვილი არ იქნება, „ფრაიბურგი“ ძლიერი გუნდია, ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე და ევროპა ლიგაზე წაგების გარეშე. მაგრამ ჩვენ სახლში …

სრულად წაკითხვა »

კოსტიჩი: “ჩვენი მთავარი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფილიპ კოსტიჩმა „ფრაიბურგთან“ ევროპა ლიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ ტურნირს და მეტოქესაც კარგად იცნობს. კოსტიჩი რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ თქვა, რომ „იუვეს“ მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა. „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ ბუნდესლიგაში ბევრჯერ მითამაშია. ძალიან მკაცრი გუნდია, კომპაქტური და სოლიდური. ყველა სათამაშო სიტუაცია უნდა ვაკონტროლოთ, რადგან …

სრულად წაკითხვა »