მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 9)

სერია A

დანილო და “იუვე” ახალ კონტრაქტზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

ტურინის „იუვენტუსმა“ და დანილომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს. ბრაზილიელი ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე განაახლებს, ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. „ვენდობი „იუვეს“ და კონტრაქტს გავაფორმებ. მჯერა, რომ ამ სიტუაციიდან გამოვალთ“, – თქვა 31 წლის მცველმა. შეგახსენებთ, რომ დანილო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 138 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ფიორენტინას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „ფიორენტინა“ ადრიენ რაბიოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს. „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა მშრალად (22-დან 14-ჯერ). ეს გასულ სეზონზე უკეთესი შედეგია „ბიანკონერისთვის“ (38-დან 13 მშრალი მატჩი). „ფიორენტინამ“ კარში მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “იუვენტუსმა” ახალგაზრდა იტალიელებთან მიმართებაში მაგალითი აჩვენა”

ვეტერანმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსი“ შეაქო ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებისთვის ნდობის გამოჩენის გამო. როგორც მან აღნიშნა, მწვრთნელებმა უფრო თამამად უნდა იმოქმედონ და ფეხბურთელებს შანსი მისცენ, „თუ კარგ მოთამაშეებთან ერთად თამაშობ, სწავლობ და უმჯობესდები, თუ საშუალო დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, იგივე რჩები ან ძალიან ცოტას სწავლობ. რაც შეეხება ახალგაზრდა იტალიელებს, „იუვენტუსმა“ სირთულეებში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „ფიორენტინა“ ადრიენ რაბიოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – კარგი იყო, როცა საჭიროა. დანილო 6.5 – ყოველთვის სწორი ადგილასაა, გასული სეზონი გარდამტეხი იყო და ახლა შთამბეჭდავი მომენტი აქვს. ბრემერი 6 – კლდოვანი, ყოველთვის სუფთაც ვერ ითამაშა, მაგრამ ეფექტურად. ალექს …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “29 ქულა გვაქვს, მაგრამ ამ ბიჭებმა 44 ქულა დააგროვეს და ეს უნდა გვახსოვდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა 44 ქულა დააგროვა და ბიჭების შრომა არ უნდა იქნას დავიწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში მხოლოდ 29 ქულა აქვთ. „კარგი შანსები გვქონდა ანგარიში 2:0 რომ გაგვეხადა, შემდეგ დავიბენით და თავის კარგად დაცვა გახდა საჭირო, „ფიორენტინას“ …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “როგორც წესი, 90-ე წუთზე ჩვენს გატანილ გოლს აუქმებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, პირველად მოხდა, რომ „იუვეს“ კარში გოლი ბოლო წუთზე გააუქმეს. „ემოციურია, როცა მატჩს 1:0-ს იგებ 90-ე წუთზე გაუქმებული გოლით. სამი ქულა სიტუაციიდან გამომდინარე ფუნდამენტური იყო. მეგონა, რომ ლოკატელიზე ჯარიმა იყო და მერე მითხრეს, რომ რანიერიზე თამაშგარის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი გულშემატკივრებს ეკამათა: “მოკეტეთ!”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ფიორენტინასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე გულშემატკივარს ეკამათა და მათ მოკეტვისკენ მოუწოდა. ალეგრის გაღიზიანების საფუძველი ლეანდრო პარედესის, მოიზე კინისა და მატია დე შილიოს მიმართ სტვენა გახდა. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ფანების უმეტესობა სტადიონზე გუნდის გასამხნევებლად მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მოთამაშეებს უსტვენს, რაც ამ სიტუაციაში დაუშვებელია. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “ფიორენტინას” მძიმე ბრძოლაში მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. პირველად მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ერთად იყვნენ დ ზოგადად, მოედანზე ერთად ითამაშეს ფედერიკო კიეზამ, ანხელ დი მარიამ და დუშან ვლაჰოვიჩმა. „ბიანკონერის“ ადრიენ რაბიომ მოაგებინა, რომელმაც ანხელ დი მარიას შესანიშნავი პასით გაიტანა და როგორც გაირკვა თავის გუნდს სამი ქულა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “არ ვიცი, პოგბა როდის დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან პოლ პოგბას დაბრუნება უახლოეს პერიოდში გამორიცხა. „ბოლოს ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ხვალ განსხვავებული მატჩია, რადგან „ფიორენტინა“ კარგი გუნდია, რომელიც ბევრს დარბის და პრესინგს თამაშობს. ამიტომ, მოთმინების გამოვლენა დაგვჭირდება. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მინი-მიზნებზე და ჩვენს წინ მყოფ გუნდებზე, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

კორვინო: “ვლაჰოვიჩს ვურჩევ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “იუვეში” დარჩეს”

იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა პანტალეო კორვინომ, რომელმაც დუშან ვლაჰოვიჩი თავის დროზე „ფიორენტინაში“ შეიძინა, სერბ ფორვარდზე ისაუბრა. მან ვლაჰოვიჩს ურჩია, რომ „იუვენტუსი“ არცერთ ვარიანტში არ დატოვოს, თუნდაც გუნდმა მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშოს. „დუშანის შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. დიდებული სტატისტიკის გარდა, მასზე ნიჭიც მეტყველებს. ის სრულყოფილი ცენტრფორვარდია: ფიზიკურად ძლიერია, გოლის ალღო …

სრულად წაკითხვა »