მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 11)

სერია A

ძაძარონი: “იუვეს” სერია B-ში გაგდება მთლიანად იტალიურ ფეხბურთს დააზარალებს”

Corriere Dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინული კლუბის სერია B-ში გაგზავნა ზიანს მთლიანად იტალიურ ფეხბურთს მიაყენებს და არა მხოლოდ „იუვეს“. „კლუბმა თუ შეცდომა დაუშვა, საფასური უნდა გადაიხადოს, როგორც ეს სამართლიანია, მაგრამ ჰაერი, რომელიც ჩვენს ფეხბურთშია, ძალიან მძიმეა. „იუვენტუსის“ სერია B-ში შესაძლო დაქვეითება ნიშნავს, რომ იტალიაში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სალერნიტანასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, მიტერი, რაბიო, ფაჯოლი თავდამსხმელები: კიეზა, ვლაჰოვიჩი, კინი, დი მარია, სულე, ილინგ-ჟუნიორი შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 7 თებერვალს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჩვენი მიზანი 40 ქულაა, რომ სერია A-ში დავრჩეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება და „იუვეს“ მიზანი 40 ქულის მოპოვებაა, რომ სერია A-ში ადგილი შეინარჩუნოს. „ხვალ რთული თამაში იქნება, ნიკოლა შესანიშნავად მუშაობს და ბოლო მატჩი ლეჩეში მოიგეს. ჩვენთვის მთავარი სწორი განწყობით ვითამაშოთ. სატურნირო ცხრილში ეს პირდაპირ კონკურენტთან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ განიხილავს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ცნობა, რომ ტურინელებს ფრანგთან განშორება სურდათ, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება. პოგბა „იუვეში“ მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი მხარეები სიტუაციას შეაფასებენ. ეს დამოკიდებული იქნება, როგორც პოგბას სათამაშო ფორმასა და სურვილზე, ასევე კლუბის …

სრულად წაკითხვა »

პოგბას კუნთის ტრავმა არ აქვს, მაგრამ “სალერნიტანასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რათა მისი მდგომარეობა დაზუსტებულიყო. ფრანგ ფეხბურთელს კუნთების ტრავმა არ აღენიშნება, თუმცა “სალერნიტანასთან” 7 თებერვალს დაგეგმილ მატჩში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არ იქნება. იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ პოგბა ხელმისაწვდომი 16 თებერვალს, ევროპა ლიგის პირველ შეხვედრაში “ნანტის” წინააღმდეგ იქნება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეოთხედფინალში „ლაციო“ დაამარცხა. ეს პირველი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც ტურინელებს 15 ქულა დააკლეს და მათ გარშემო დიდი სკანდალი ატყდა. რაც მთავარია, როგორც იქნა, „იუვემ“ კარი მშრალად შეინახა. გამარჯვების გოლი კი გლეისონ ბრემერმა გაიტანა, რომელმაც თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა და საკუთარ გუნდს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” შეიძლება მინიმუმ 20 ქულა კიდევ დააკლონ

ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ალბათობით კიდევ დაისჯება. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე კინე „ბებერი ქალბატონისთვის“ კიდევ 20 ქულის დაკლებას მოითხოვს. საქმე ამჯერად ეხება „ხელფასების მანევრს“, რომელიც 2019-2020 წლების სეზონით თარიღდება. ტურინული კლუბი ბრალდებულია, რომ ფეხბურთელების არა 4, არამედ მხოლოდ ერთი თვის ხელფასი არ გადაუხადა და 3 …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “იმედია “იუვეს” სკუდეტოებს არ ჩამოართმევენ, თორემ დიდი უსამართლობა იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე გამოძიებებსა და სასამართლო პროცესებზე ფედერიკო ბერნარდესკიმ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ ყველაფერს სპორტულ შედეგებთან კავშირი არ აქვს. იტალიელი იმედოვნებს, რომ „იუვეს“ სკუდეტოებს არ ჩამოართმევენ, თორემ ეს დიდი უსამართლობა იქნება. „გასაოცარი ამბავია, ვწუხვარ ბიჭები გამო, რომლებიც ამ სიტუაციას განიცდიან. რა თქმა უნდა, რაც მოედანს მიღმა ხდება, გავლენას …

სრულად წაკითხვა »

კიეზა ტრავმაზე, რეაბილიტაციის სირთულეებზე, კვარაცხელიაზე და სხვა თემებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. კიეზამ ილაპარაკა მძიმე ტრავმაზე, სარეაბილიტაციო პერიოდზე, მომავალ მიზნებსა და ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტზეც. – იყო მომენტი, როდესაც გეშინოდა, რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდი ისეთი, როგორც მანამდე იყავი? – ბევრი რთული მომენტი იყო, ყველაზე მძიმე, როცა დამიდასტურეს …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “იუვე” უსამართლობის მსხვერპლია”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ალესიო ტაკინარდიმ ისაუბრა და ანხელ დი მარიას არ დაეთანხმა. მისი თქმით, „იუვეს“ ფეხბურთელისთვის 15 ქულის დაკლება ალიბი არ უნდა იყოს და თამაშზე პასუხისმგებლობა მოთამაშეებმა უნდა აიღონ. ტაკინარდი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ უსამართლობის მსხვერპლია: „პატივს ვცემ დი მარიას, როგორც ადამიანს და ფეხბურთელს, მაგრამ აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ფეხბურთელმა თამაშზე უნდა …

სრულად წაკითხვა »