მთავარი / სიახლეები (გვერდი 88)

სიახლეები

ვლაჰოვიჩი: “დი მარიას და პოგბას მოსვლით ტაქტიკური ცვლილება მოხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ანხელ დი მარიასა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც სერბმა აღნიშნა, დი მარია დიდებული ფეხბურთელია, ხოლო კიეზას დაბრუნებას და მასთან ერთად თამაშს მოუთმენლად ელოდება. „ჩვენ ყველანი ვიცნობთ დი მარიას, ვიცით, როგორი ფეხბურთელია: დიდი ჩემპიონი დიდი კარიერით. მან გაიტანა გოლები, გააკეთა საგოლე პასები, დიდებული კარიერა აქვს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ვარჯიში კონტინასას ბაზაზე [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსმა” ახალი სეზონისთვის მზადება კონტინასას ბაზაზე დაიწყო და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს ანხელ დი მარიამ და პოლ პოგბამ.

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “იუვეში” დაბრუნება გულმა მიკარნახა, აქ ჩემი სახლია”

ტურინის „იუვენტუსმა“ პოლ პოგბა ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ „იუვეში“ დაბრუნება გულმა უკარნახა. 29 წლის ნახევარმცველის თქმით, მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. „ვხედავ, რომ ყველანი ბედნიერები ხართ. ძალიან მომენატრეთ და მაპატიეთ, თუ ცოტათი იტალიური ენა დამავიწყდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ დავბრუნდი. აქ თავს ისე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. რადუ დრაგუშინი დათანხმდა „ჯენოაში“ გადასვლას, რამაც ტრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობა გააჩინა. „იუვე“ გენუურ კლუბს 4 მილიონ ევროს და რუმინელი მცველის სატრანსფერო უფლებებს დაუთმობს. ამრიგად, კამბიასო, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ტურინულ კლუბს შეუერთდება. თუმცა, არაა …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნმა” “იუვეს” დე ლიხტში 60 მილიონი ევრო შესთავაზა, ტურინელთა პასუხი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნს“ მატაის დე ლიხტის გადაბირება სურს და ტურინში შეხვედრაც შედგა. ამჯერად, იტალიური მედია სწორედ ამ შეხვედრის დეტალებზე წერს. როგორც ცნობილი გახდა, „ბაიერნის“ პირველი შეთავაზება ცნობილია – 60 მილიონი ევრო და პლუს ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო. „იუვენტუსმა“ ეს შეთავაზება უარყო, რადგან ტურინული კლუბისთვის ეს მისაღები თანხა არაა. „იუვენტუსი“ დე …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “ჩემს გუნდში დავბრუნდი და დროა სკუდეტო სახლში დავაბრუნოთ”

პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ კლუბის ტელევიზიას პირველი ინტერვიუ მისცა. როგორც ფრანგმა აღნიშნა, სწორედ „იუვემ“ მისცა მას შესაძლებლობა ისეთი ფეხბურთელი გამხდარიყო, როგორიც არის და აქ დაბრუნებით განცდილ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოსცემს. „აქ თავს კარგად ვგრძნობ, ეს არის ემოცია, რომელსაც ვერ ავხსნი. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები „იუვეში“ თამაშს, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

სალიჰაჯიმიჩი დე ლიხტის ტრანსფერზე ტურინში იყო: “ოპტიმისტური განწყობა მაქვს”

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იყო, სადაც მატაის დე ლიხტის ტრანსფერისთვის ჩავიდა. ბოსნიელმა, რომელიც „იუვენტუსში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა, განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ვისაუბრეთ და ვნახოთ. მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – თქვა კაზელეს აეროპორტის დატოვებისას სალიჰამიჯიჩმა. რომეო აგრესტი იტყობინება, რომ ჯერჯერობით, „ბაიერნის“ შეთავაზება და „იუვენტუსის“ მოთხოვნილი თანხა ერთმანეთს …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “იუვეს” ჩემს გადაბირებას დაჟინებით ცდილობდა და უარის თქმა არ შემეძლო”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია ოფიციალურად წარადგინა. არგენტინელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „იუვეში“ ტიტულების მოსაგებადაა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ მაისურის ჩაცმა შემიძლია. ყველამ სიყვარულით მიმიღო. აქ მოვიდა ჩვეულებრივი დი მარია, რომელსაც ნებისმიერ ფასად გამარჯვება უნდა და ვისაც წაგება არ უყვარს. ამ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: პოლ პოგბა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

პოლ პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მან “ბებერ ქალბატონთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის ფრანგი ფეხბურთელი „იუვეს“ ახალი 10-ნომერია. უფრო სწორად, ძველ-ახალი, რადგან 2015-2016 წლების სეზონში მას „ბიანკონერის“ 10-ნომრიანი მაისური უკვე ემოსა. მანამდე კი 2012-2015 წლებში ის „იუვეს“ 6 ნომერი იყო. პოლ პოგბა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2016 …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნის” დირექტორი ტურინში დღეს დე ლიხტის ტრანსფერის დასახურად ჩავა

მიუნხენის „ბაიერნი“ მატაის დე ლიხტზე ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ტურინში გუნდს შეკრებაზე შეუერთდა, მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, დღეს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი და „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იქნება და „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერის დასრულებაზე პირადად მოელაპარაკება. „ბაიერნი“ დე ლიხტს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, …

სრულად წაკითხვა »