მთავარი / სიახლეები (გვერდი 89)

სიახლეები

ბარძალის ვრცელი ინტერვიუ ბევრ თემაზე: “პოგბა და დი მარია ლუკაკუზე უკეთესი გაძლიერებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ Tuttosport-ს ძალიან ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად იტალიური გრანდის შესახებ და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. საუბარი პოლ პოგბას ტრანსფერით დაიწყო. ბარძალი ასევე შეეხო ანხელ დი მარიას და „იუვეში“ მოსალოდნელ სატრანსფერო გადაადგილებებს: – ახლა პოლ პოგბა ნამდვილად დაბრუნდა, როგორც 2012 წელს, როცა გუნდში თქვენც …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” დე ვინტერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და “ემპოლიში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ახალგაზრდა ბელგიელ მცველ კონი დე ვინტერს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა, მაგრამ ამავდროულად გაანათხოვრა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ბელგიელი მომდევნო სეზონს იჯარით „ემპოლიში“ გაატარებს. დე ვინტერი ძირითადად 23-წლამდე გუნდში თამაშობდა, მაგრამ გასულ სეზონში მთავარ გუნდშიც გამოჩნდა და ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „მალმიოს“ წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. ბელგიელმა ფეხბურთელმა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” დე ლიხტი, ბონუჩი, ლოკატელი და სხვა ფეხბურთელები დაუბრუნდნენ [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ფეხბურთელების ნაწილი კონტინასას ბაზაზე წინა დღეებში გამოჩნდა, ხოლო დღეს მათ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდა. J Medical-ში ლეონარდო ბონუჩი, ვოიცეხ შჩესნი, მატაის დე ლიხტი, ვესტონ მაკკენი, ალექს სანდრო, მანუელ ლოკატელი მივიდნენ. ფანებმა დე ლიხტს „იუვეში“ დარჩენისკენ და „ბაიერნში“ არწასვლისკენ მოუწოდეს. ყველა ფეხბურთელმა ფანებს ავტოგრაფები დაურიგეს. გუნდი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” არგენტინის ნაკრების მცველის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ახალგაზრდა იტალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გარდა ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ „იუვე“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველის, ნაუელ მოლინას გადაბირებაზე უკვე აქტიურად მუშაობას. ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია – 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 2.5 მილიონი ევროს ხელფასი ბონუსების …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს ტრანსფერზე წინ მიიწევს

ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია და პოლ პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა მომდევნო სამიზნე ნიკოლო ძანიოლოა. იტალიელ ნახევარმცველს „რომას“ პირველ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და როგორც კლუბმა გაავრცელა განცხადება, წელის ტრავმის გამო. „იუვეს“ ძანიოლოსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება უკვე მიღწეული …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ტრანსფერი ორშაბათს გამოცხადდება

პოლ პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ფრანგი ფეხბურთელი „იუვეში“ 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით. 29 წლის ნახევარმცველი 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც 2015-2016 წლების სეზონშიც ემოსა. რომეო აგრესტის ცნობით, პოგბამ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა, მაგრამ ტრანსფერის ოფიციალური განცხადება დღეს არაა მოსალოდნელი და ამას „იუვენტუსის“ ვებგვერდი ორშაბათს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “დი მარია დაუფასებელია, ის არავიზე ნაკლები მოთამაშე არაა”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „იუვენტუსმა“ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. ჯიჯი დარწმუნებულია, რომ ანხელი იტალიაში მალევე ყველას დაუმტკიცებს თავის შესაძლებლობებს. „ის ყოველთვის ჩრდილში იყო და გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ. არავის არაფერი აქვს შესაშური, მაგრამ ის ხშირად დაუფასებელია. ფეხბურთი მიჰყვება ლოგიკას, რომელიც ყოველთვის გასაგები …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა სამედიცინო შემოწმებას გადის [VIDEO]

პოლ პოგბა J Medical-ში მივიდა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კონტრაქტს გააფორმებს და საღამოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. პოგბა „იუვენტუსმა“ „მანჩესტერიდან“, რომელსაც 2016 წელს 105 მილიონ ევროდ მიყიდა, უფასოდ დაიბრუნა. თან, ეს მეორედ გააკეთა, რადგან 2012 წელსაც ფრანგი უფასოდ დაიმატა. პოლს „იუვეში“ 2012-2016 წლებში 178 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი. …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “იუვე” იტალიის საუკეთესო გუნდია და მინდა, აქ ტიტულები მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, მისი მიზანია „იუვესთან“ ერთად ტიტულების მოგება და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს. „ახალი ეტაპია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. რას ნიშნავს ჩემთვის „იუვენტუსი“? ყველა ქვეყნის საუკეთესო გუნდებში ვიყავი და აქ, იტალიაში საუკეთესო „იუვენტუსია“. ვიცი, რომ შარშან ვერ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დი მარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ანხელ დი მარია „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. 34 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანხელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბებერი ქალბატონის” პირველი ახალწვეულია. ის “იუვეში” 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ჩემთვის ეს ახალი ეტაპია, ძალიან ბედნიერი ვარ. იმ მომენტიდან, როცა შეთავაზებას …

სრულად წაკითხვა »