მთავარი / სიახლეები (გვერდი 38)

სიახლეები

“იუვეს” განაცხადი “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-15 ტურში რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ბრემერი, დანილო, გატი, ბონუჩი, რუგანი, ბარბიერი ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი თავდამსხმელები: კიეზა, მილიკი, კინი, დი მარია, სულე შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი თბილისის დროით …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ნაპოლი” შესანიშნავია, მაგრამ “იუვეს” სკუდეტოზე ბრძოლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ იტალიურ მედიასთან „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ შეუძლია. „ყველაზე მეტად, რაც თვალსაჩინოა, დაცვაში თამაშისა და გოლის არ გაშვების სურვილია. ეს თამაში უფრო ახლოსაა „იუვეს“ დნმ-თან, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი მოთამაშეების ყოლა. ფეხბურთელებს თავგანწირვის სურვილი უნდა ჰქონდეთ. ტაქტიკის …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “იუვემ” გამარჯვების სურვილი დაკარგა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა როდრიგო ბენტანკურმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ტურინულმა კლუბმა გამარჯვების სურვილი დაკარგა. „იუვენტუსში“ პირველი 3 წელი ზრდის და განვითარების წელი იყო. ბოლო ორ სეზონში გამარჯვების შიმშილი და მრისხანება დავკარგეთ. როდესაც ბევრს იგებ, არსებობს რისკი, რომ ყველაფერს შეეგუო და მოტივაცია დაკარგო. ჩემი ოცნება „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრებში 5 იუვენტინო გამოიძახეს

იტალიის ნაკრები ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს და რობერტო მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა. „სკუადრა აძურაში“ „იუვენტუსის“ 5 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არის ფედერიკო კიეზა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა. პირველად მიიწვიეს ნაკრებში ნიკოლო ფაჯოლი და ფაბიო მირეტი, ასევე გამოიძახეს ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო გატი. მანჩინის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა მანუელ …

სრულად წაკითხვა »

კინი: “ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ვერონასთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ეს არ იყო ადვილი, რადგან აქ თამაში ყოველთვის რთულია. დღეს დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ, მაგრამ ახლა უკვე „ლაციოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ. გოლი? ყველაზე რთულია გოლის გატანა, განსაკუთრებით მაშინ, …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “გამარჯვება ხელს ახალ გამარჯვებას უწყობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ვერონასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა (1:0). როგორც მან თქვა, თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ. „გამარჯვება გამარჯვებაში გეხმარება, ქმნის ენთუზიაზმს. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, ბინძური თამაში იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა გამარჯვების მოსაპოვებლად. თავგანწირვით ვითამაშეთ. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რასაც კარგად ვაკეთებთ და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ალექს სანდრო ჯილდოს იმსახურებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მოგების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ამას ელოდნენ. „ტექნიკური თვალსაზრისით ლამაზი თამაში არ ყოფილა, მაგრამ ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ასეთი მატჩი ყოფილიყო. მადლობა ბიჭებს, რომ ეს კარგად გააცნობიერეს. შეგვეძლო უკეთ თამაში, თუმცა მთავარი ახლა შედეგი იყო. …

სრულად წაკითხვა »

“ვერონა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში სტუმრად „ვერონა“ მოიზე კინის გოლით დაამარცხა და ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, რითაც 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – თავის დაბადების დღეზე ძირითადში დაბრუნდა და ყოველთვის დამაჯერებელი იყო. ბრემერი 6 – სოლიდური თამაში, …

სრულად წაკითხვა »

“ვერონასთან” კიეზას თამაში საეჭვოა

ფედერიკო კიეზას თამაში „ვერონასთან“ საეჭვოა. ამის შესახებ ინფორმაცია მასიმილიანო ალეგრიმ გაავრცელა. უმძიმესი ტრავმის შემდეგ კიეზა მოედანზე ერთი კვირის წინ დაბრუნდა და ჯერ პსჟ-სთან, მერე კი „ინტერთან“ 20-20 წუთი ითამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მზად არაა. კიეზამ მუხლში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მისი მდგომარეობა კარგად უნდა შეფასდეს და შემდეგ გადაწყდება …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მანჯუკიჩის სიტყვები კედელზე უნდა იყოს ამოტვირფული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, დადებით შედეგს უნდა მიაღწიონ, რომ „ინტერთან“ მოგებას აზრი არ დაეკარგოს. „ინტერთან“ გამარჯვებით დიდი სიამოვნება მივიღეთ, მაგრამ მეორე დღეს ეს გვერდი დავხურეთ და უკვე „ვერონას“ ვფიქრობთ. ეს არის გუნდი, რომელიც არ იმსახურებს იმ პოზიციას, რომელზეც ახლა იმყოფება. …

სრულად წაკითხვა »