მთავარი / სიახლეები (გვერდი 246)

სიახლეები

ბუფონი: “აქ ჩემი სახლია, მაგრამ ეს მომენტი დადგა”

ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს. მან სოციალურ ქსელში პატარა წერილიც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ადვილი გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან „იუვე“ მისი სახლია. „ყველა დასაწყისს აქვს დასასრული. და, ამით სრულდება ჩემი მეორე ნახევარი „იუვეში“. გადაწყვეტილება მირებული, მომწიფებულია და თვეების განმავლობაში განხილულია. მაგრამ არც ისე ადვილად მიღებული გადაწყვეტილებაა. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ბუფონი ზაფხულში “იუვეს” დატოვებს

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს ინფორმაცია მან იტალიურ მედიასთან დაადასტურა. ჯიჯის კარიერაში ეს უკვე მეორედ მოხდება. პირველად მან „იუვე“ 2018 წელს დატოვა, ახლა კი კონტრაქტი ეწურება, რომელიც მხარეების შეთანხმებით არ განახლდება. დარჩება თუ არა ჯიჯი მოედანზე, ეს ჯერ არ იცის და გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს: „ჩემი მომავალი ძალიან მკაფიოა …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩიმ და ნედვედმა პირლოს გამო იკამათეს

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ და ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ იკამათეს. მიზეზი ანდრეა პირლო გახდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ინციდენტი „ალიანც სთედიუმის“ ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მხარეები ხმამაღლა კამათობდნენ პირლოს მომავალთან დაკავშირებით. პარატიჩი ანდრეას გათავისუფლების მომხრე ყოფილა და მოითხოვდა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდი იგორ ტუდორს გაეწვრთნა, ხოლო ნედვედი …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა და უნდა გვჯეროდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გადადგომაზე არ ფიქრობს. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. „გადადგომა არ მსურს. ერთი ქულაა სხვაობა ჩვენსა და ჩემპიონთა ლიგის ზონას შორის და კიდევ სამი თამაშია დარჩენილი. ფეხბურთმა გვასწავლა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს …

სრულად წაკითხვა »

პირლოს “იუვემ” შინ იმდენივე თამაში წააგო, რამდენიც ალეგრიმ 5 სეზონში

ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში ძალიან მძიმე სეზონი აქვს და ეს ერთი მცირე დეტალიდანაც ნათელია: „იუვემ“ საკუთარ მოედანზე სერია A-ში სამი თამაში წააგო. „ფიორენტინასთან“ (0:3), „ბენევენტოსთან“ (0:1) და „მილანთან“ (0:3) და საინტერესოა, რომ მასიმილიანო ალეგრის ხუთწლიან პერიოდში ტურინში „იუვე“ სამჯერ დამარცხდა. 2015-2016 წლების სეზონში „უდინეზესთან“ (0:1), 2017-2018 წლების სეზონში კი ორჯერ …

სრულად წაკითხვა »

ტრეზეგე: “ფეხბურთელებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ითამაშონ შეტევაში და დაცვაში”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და „მილანთან“ მატჩის შემდეგ ტურინელთა თამაში შეაფასა. მისი განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. „მძიმე მარცხი იყო, „მილანი“ გამარჯვებას იმსახურებდა იმის გამო, რაც გააკეთა. „იუვემ“ კარგად ნამდვილად ვერ ითამაშა. ეს იყო თამაში, რომელიც სხვანაირად უნდა …

სრულად წაკითხვა »

ანიელი, ელკანი და რონალდუ მარანელოში ფერარის ქარხანას ესტუმრნენ

ტურინის „იუვენტუსი“ კრიზისშია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი უდგას. „მილანთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩის წაგების მეორე დღეს, ანდრეა ანიელი, ჯონ ელკანი და კრიშტიანუ რონალდუ მარანელოში იმყოფებოდნენ, სადაც ფერარის ქარხანას ესტუმრნენ. რონალდუ ფერარის პილოტებს შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსაც შეხვდა და ფერარის ავტომობილიც იყიდა. ამავდროულად, „იუვემ“ „სასუოლოსთან“ მატჩისთვის მზადება …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “პირლო რჩება და რონალდუც”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ ანდრეა პირლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება და გუნდს არც კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს. „სირთულეები არსებობს, ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირლო ნამდვილად რჩება, ასევე კრიშტიანუ რონალდუც“, – თქვა ნედვედმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მაისს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა »

ლაპო ელკანი: “ყველამ გაიღვიძეთ!”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს მენეჯმენტს ლაპო ელკანმა გაღვიძებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „იუვე“ გული გვტკივა, უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა და პროფესიონალიზმია საჭირო. ყველამ გაიღვიძეთ“, – დაწერა ლაპომ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ  „იუვენტუსი“ 69 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ვერ გავიდეს, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, რადგან კალენდარიც …

სრულად წაკითხვა »

გადაწყვეტილება მიღებულია: პირლომ “იუვენტუსში” პოსტი შეინარჩუნა

ტურინის „იუვენტუსი“ სეზონს ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით დაასრულებს. კლუბში დღეს ამ საკითხზე იმსჯელეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს სეზონი ჩაამთავრებინონ. ამდენად, პირლო აგრძელებს მუშაობას და წარუმატებელი შედეგების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის პოსტს ინარჩუნებს, იმის ფონზეც, რომ მანამდე „იუვედან“ მასიმილიანო ალეგრი და მაურიციო სარი სკუდეტოს მოგების მიუხედავად გაათავისუფლეს. „იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრაში 12 მაისს, …

სრულად წაკითხვა »