მთავარი / სიახლეები (გვერდი 244)

სიახლეები

ანდრეა პირლო: “ამ სეზონში შიმშილის გრძნობა გვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ამ სეზონში შიმშილის გრძნობა არ ჰქონდა, რაც ზედიზედ ცხრა სკუდეტოს შემდეგ ნორმალური მოვლენაა. „საჩემპიონო კორიდორი? სიამოვნებით გავაკეთებდით, მაგრამ როგორც ამ 9 წლის განმავლობაში,რ როდესაც ჩვენ ვიგებდით, არ გაუკეთებიათ, არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ასე რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იტალირი დერბი კუადრადომ მოაგებინა და შანსი შენარჩუნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ანდრეა პირლოს გუნდმა 37-ე ტურში „დერბი დ’იტალიაში“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში აჯობა. პირველ ტაიმში „იუვე“ გაცილებით აქტიური და კარგი იყო, რაც შედეგშიც აისახა. 24-ე წუთზე ჯორჯო კიელინის მოპოვებული პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა, რომელსაც სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე პორტუგალიელი პირველი იყო …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “იტალიაში მენტალურად ძალიან გავიზარდე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას ინტერვიუ მისცა და იტალიაში არსებულ საფეხბურთო ცხოვრებაზე ილაპარაკა. მისი აზრით, იტალიაში მენტალურად ძალიან გაიზარდა. „იქედან მოყოლებული, რაც „იუვეში“ ვარ, მენტალურად გავიზარდე. ამბობდნენ, რომ „აიაქსში“ გავიზარდ, მაგრამ თუ შევადარებთ, ახლა ბევრად უფრო მომწიფებული ვარ და ამას ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებიც ამჩნევენ. იტალიურ ენაზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადია ამ თამაშისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, კულუსევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა, ფელიქს კორეია შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჩალჰანოღლუს დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თურქეთის ნაკრებისა და „მილანის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „იუვე“ ჩალჰანოღლუს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, „მილანი“ კი ოთხზე მეტის გადახდას არ აპირებს და ნახევარმცველიც მზადაა ტურინში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუს „როსონერისთან“ კონტრაქტი ეწურება …

სრულად წაკითხვა »

“იუვეში” ფეხბურთელებს ხელფასის 4 თვით გადავადება სთხოვეს

ტურინის „იუვენტუსს“ პრობლემები არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც აქვს. ეს ვითარება კოვიდპანდემიის გამო კიდევ უფრო გართულებულია. იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ხელფასის ოთხი თვით გადავადება სთხოვა. მოთამაშეთა პასუხი ამ ეტაპზე უცნობია. „იუვეში“ მსგავსი პრეცედენტი შარშანაც იყო, როდესაც სეზონი სამი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე „იუვენტუსს“ …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ინტერთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის „ინტერთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მდგომარეობისა და მეტოქის შესახებ ილაპარაკა. „ოთხშაბათს გუნდურად ვითამაშეთ, მიუხედავად იმია, რომ იმ თამაშს „მილანთან“ უმძიმესი წაგებით შევხვდით. რეაქცია კარგი იყო და გუნდურად ვთამაშობდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, საკმაოდ კომპაქტურებიც ვიყავით, სწორედ გუნდურობა ყველაზე მეტად გვჭირდება. ხვალ ალექს სანდრო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს დედა: “ვეცდები, კრიშტიანუმ მომდევნო სეზონში “სპორტინგში” ითამაშოს”

კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირუმ პორტუგალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი შვილი ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნებაზე დაიყოლიოს და მომდევნო სეზონში მშობლიურ გუნდში ითამაშოს. „მას დაველაპარაკები და ვეცდები ყველაფერი გავაკეთოს, რათა დავარწმუნო, რომ მომავალ წელს „სპორტინგში“ დაბრუნდეს“, – თქვა დოლორესმა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ 131 მატჩში 100 გოლი აქვს …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 36-ე ტურში ადრიენ რაბიოს, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 7 – ყოველთვის ის, ისევ ის. მან ბერარდის პენალტი მოიგერია, მე-40 წუთზე კი ობიანგის რთულ დარტყმასაც გაუმკლავდა. დიდი ალბათობით, ეს მისი ბოლო თამაში იყო სერია A-ში „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლომდე უნდა იბრძოლონ. „დღეს სწორი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რადგან ეს რთული სეზონია. ახლა უნდა ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგას გასვლის შანსზე. ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო და დღეს თავს კარგად …

სრულად წაკითხვა »