მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 83)

Sofo Erkvania

პოგბამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ვარჯიშზე დაშავდა. ფრანგმა ფეხბურთელმა საწვრთნელი პროცესი ექიმებთან ერთად კოჭლობით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ზუსტი ხარისხი, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ მან ტკივილი მარჯვენა მუხლზე იგრძნო, მაგრამ სერიოზული არაფერია და პოლს 1-2 დღე დასვენება მოუწევს. ფრანგმა მოედანი ღიმილით დატოვა, რაც პოზიტიური მოლოდინის საფუძველს იძლევა. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

“სალერნიტანას” როველას გადაბირება სურს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ნიკოლო როველას გადაბირება „სალერნიტანას“ სურს. იტალიური მედიის ცნობით, სალერნოელთა სპორტული დირექტორი მორგან დე სანკტისი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და 21 წლის ფეხბურთელის იჯარით გადაბირებაზე მუშაობას იწყებს. „სალერნიტანა“ „იუვეს“ წინადადებით მალე მიმართავს. როველა „იუვენტუსმა“ 2021 წლის ზამთარში შეიძინა და წელიწადნახევარი იჯარით „ჯენოაში“ ირჯებოდა. ნიკოლო ამჟამად „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ემზადება …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “გატის ისტორიიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ მექსიკურ „ჩივასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს სასარგებლო სპარინგი იყო. გარდა ამისა, ალექს სანდრომ სხვადახვა საკითხებზეც ისაუბრა და ფედერიკო გატის ისტორია გამოარჩია. „კარგი ამხანაგური მატჩი იყო. მოხარული ვარ ბიჭების გამო, რომლებმაც გოლები გაიტანეს. ისინი მატჩის შემდეგ ბედნიერები იყვნენ. „ჩივასთან“ შეხვედრა კარგი …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “პოგბას დავეხმარებით, რომ ისე ითამაშოს, როგორც ადრე თამაშობდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფრანგით ჯერ კიდევ მაშინ იყო აღფრთოვანებული, როცა ის „იუვეში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა. „პოგბას პირადად აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ დადებითი სიურპრიზი იყო, რადგან მან გუნდში დიდი ენთუზიაზმი მოიტანა და გუნდს ეს სჭირდებოდა. ჩემთვის ის აბსოლუტური ჩემპიონია, სუფთა ტალანტი, წარმოუდგენელი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო “ახალწვეული” კიეზა იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ შარშანდელ სეზონთან შედარებით მისმა გუნდმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს. ალეგრი მოუთმენლად ელოდება ფედერიკო კიეზას დაბრუნებას და თქვა, რომ საუკეთესო „ახალწვეული“ სწორედ ფედერიკო იქნება. „შარშანდელთან შედარებით საგოლე მომენტების რეალიზაციის ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ და გოლები გავიტანოთ. შარშან გოლების მიხედვით …

სრულად წაკითხვა »

პოგბა ვლაჰოვიჩზე, კიეზაზე, დი მარიასა და ლოკატელიზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ტელეკომპანია DAZN-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, თავის თანაგუნდელებზე და ისინი დადებითად დაახასიათა. „იტალიური ენა ცოტათი დამავიწყდა. მაგრამ ამ წლებში იტალიელი შეფ-მზარეული მყავდა, რომელიც მანჩესტერშიც წავიყვანე და შესაბამისად, იტალიურად ცოტას მასთან ვსაუბრობდი. ალეგრი სხვანაირია? იგივენაირია. მე აღარ ვარ 22 წლის, როცა ოჯახი გყავს, სხვა მოვალეობები …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი ახალ “იუვეზე”, პოგბაზე, დი მარიაზე, დე ლიხტის შეცდომაზე და ბევრ სხვა თემაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ თემაზე ისაუბრა. „მომენატრა ტურნე, თითქოს აქ პირველად ვარ, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში სამყარო შეიცვალა, კოვიდისა და სხვა ბევრი ცუდი რაღაცის გამო, რაც ირგვლივ ხდება. იმ წლებში, როცა ბევრი ტიტული მოვიგეთ, დიდი კმაყოფილება გვქონდა, რასაც ვაღწევდით. დღეს …

სრულად წაკითხვა »

და გრაკა: “წარმოუდგენელი ემოციაა, რომ ვითამაშე და გოლიც გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი მარკო და გრაკამ გაიტანა, რომელიც 23-წლამდე გუნდის წევრია, თუმცა ამერიკულ ტურნეში მთავარ გუნდთან ერთადაა. და გრაკამ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „ენით აღუწერელი გრძნობაა, დიდებული ემოციაა, რომ ამ საღამოს ვითამაშე და გოლიც გავიტანე. მხოლოდ მადლობა შემიძლია „იუვეს“ გადავუხადო, რომ მაძლევს საშუალებას …

სრულად წაკითხვა »

კომპანიონი: “ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი მატია კომპანიონმა გაიტანა, რომელიც 23-წლამდე გუნდის წევრია, თუმცა ამერიკულ ტურნეში მთავარ გუნდთან ერთადაა. კომპანიონიმ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „ფანტასტიკურია: ეს არის გამოცდილება, საიდანაც მხოლოდ სწავლაა შესაძლებელი. ამ სამაგალითო ჩემპიონების ყურება, ყოველდღე, წარმოუდგენელი შესაძლებლობაა განვითარებისთვის. გოლი? მცველი მოძრაობაზე დავიჭირე და მარცხნიდან …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “ახალი “იუვე” იბადება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ მექსიკურ „ჩივასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც კოლუმბიელმა აღნიშნა, ასეთი მატჩების სეზონისთვის მოსამზადებლად სასარგებლოა. „ლამაზი საღამო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, ჩვენთვის ყოველთვის გამარჯვებაა მნიშვნელოვანია და ეს მოვახერხეთ. „ჩივასი“ კარგი გუნდია, ახლა გვინდა კარგად მომდევნო მატჩებიც ვითამაშოთ და ეს სეზონისთვის სასარგებლო შეხვედრებია. …

სრულად წაკითხვა »