მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “გატის ისტორიიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ”

ალექს სანდრო: “გატის ისტორიიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ მექსიკურ „ჩივასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს სასარგებლო სპარინგი იყო.

გარდა ამისა, ალექს სანდრომ სხვადახვა საკითხებზეც ისაუბრა და ფედერიკო გატის ისტორია გამოარჩია.

„კარგი ამხანაგური მატჩი იყო. მოხარული ვარ ბიჭების გამო, რომლებმაც გოლები გაიტანეს. ისინი მატჩის შემდეგ ბედნიერები იყვნენ. „ჩივასთან“ შეხვედრა კარგი გამოცდილება იყო. რა თქმა უნდა, ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ გუნდი სწორ გზაზეა და ამ დღეებში ბევრი ვიმუშავეთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში სრულად მზად ვიქნებით. ლას ვეგასში გუშინ 40 გრადუსი სიცხე იყო, კიდევ კარგი სტადიონი გადახურულია.

დუბაიში მითამაშია 40 გრადუსში მიუხედავად იმისა, რომ საღამო იყო. ასევე კოლუმბიაში ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში. ძალიან ცხელოდა და კუადრადოს ვუთხარი, რომ შუადღის 4 საათზე თამაში შეუძლებელი იყო. თუმცა, ასეა, ხან ცხელა, ხან ცივა, ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთი მშვენიერია.

პოგბასთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ბოლო წლებში ყოველთვის მყავდა ხარისხიანი თანაგუნდელები, მაგრამ რა თქმა უნდა, პოგბას ჯადოსნური ელფერი აქვს. როდესაც პოგბა მოედანზეა, ხედავ, რომ იქ პოლი არის და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვის კარგია, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს. დი მარიამაც კარგად ითამაშა, წარმოუდგენლად ხარისხიანი ფეხბურთელია და ვიცნობთ მას. რა თქმა უნდა, ყველა ახალწვეული დაგვეხმარება.

გატი? აღფრთოვანებული დავრჩი, როცა მან თავისი ისტორია მოგვიყვა. ყველას თავისი ისტორია აქვს ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში. მას ზუსტად იგივე მუხტი აქვს და მისი დაკარგვა არ სურს. ის ვერც წარმოიდგენდა, რომ ჩვენთან ერთად იქნებოდა. როცა ასეთ ადამიანს ვხედავ, მეც ვსწავლობ. ის ფიქრობს, რომ ჩვენგან სწავლობს, მაგრამ პირიქითაა – მისგან ჩვენ ვსწავლობთ. ასეთი ისტორიები მოგვწონს“, – თქვა ალექს სანდრომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …