მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 47)

თეგის არქივი: იუვენტუსი

არივაბენე: “ალეგრის ჩვენგან სრული ნდობა აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა აქვს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მან „მაკაბისთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა. „ჩვენ მწვრთნელს სრულიად ვენდობით, თავიდან უნდა ავიცილოთ ემოციური არჩევანი და პრობლემები დეტალურად უნდა გავაანალიზოთ, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ამ სიტუაციაში დამნაშავის ძებნა …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “უნდა გვრცხვენოდეს, დამნაშავე მხოლოდ ალეგრი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ „მაკაბისთან“ მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა და მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება გამორიცხა. როგორც მან თქვა, ეს ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის. „ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ახლა პასუხისმგებლობის აღების დროა და აქ სწორედ ამიტომ ვარ, რადგან მრცხვენია და გაბრაზებული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გადადგომაზე არც კი ვფიქრობ, ახლა უფრო მოტივირებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მაკაბისთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა და გადადგომა გამორიცხა. როგორც მან თქვა, ახლა უფრო მოტივირებულია, რომ კრიზისი დაძლიოს. „რთულად ასახსნელი სიტუაციაა, უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ. ახლა უნდა დავბრუნდეთ სახლში და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, ვიდრე აქამდე ვმუშაობდით, ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ. ტურინულ დერბიმდე კონტინასაზე დავრჩებით. საჭიროა გავაცნობიეროთ, …

სრულად წაკითხვა »

“მაკაბი” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ჰაიფას „მაკაბისთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 4 – ატცილის თავურზე კარში ბურთთან ერთად შევარდა, მეორე გოლის დროს მომენტი ვერ წაიკითხა. მერე რამდენიმე დარტყმა მოიგერია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. დანილო 4 – დასაწყისში კორნო მის ფლანგზე იმას აკეთებდა, …

სრულად წაკითხვა »

ლორენტე: “მილიკი “იუვეში” თამაშზე მაშინ ოცნებობდა, როცა “ნაპოლიში” იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვლაჰოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება, ხოლო მილიკის ტრანსფერი მისთვის გასაკვირი არ ყოფილა. „ვლაჰოვიჩი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძლიერია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჰოლანდის დონეზე მიღწევას, რომელიც წარმოუდგენლად თამაშობს, მაგრამ რა თქმა უნდა, დუშანი მსოფლიოში ერთ-ერთი …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “მომავალზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ გუნდის დახმარებაზე ვარ ორიენტირებული”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, ახლა თვითონ კარგა ფორმაშია და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. „ყველა ძალიან მონდომებულია. გვინდა, კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ ეს მატჩი, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი ისევ გვქონდეს. რა არ მუშაობს? ყოველთვის ვსაუბრობთ, მაშინაც, როცა ვიმარჯვებთ. პრობლემები …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “მაკაბისთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ჰაიფას „მაკაბის“ სტუმრად დაუპირისპირდება და მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, დი მარია, სულე შეგახსენებთ, რომ „მაკაბისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდს, რომელსაც გამარჯვება უნდა, შეცდომები არ უნდა დაუშვას”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, შეცდომები მაქსიმალურად უნდა შეამცირონ, რადგან გუნდს, რომელსაც გამარჯვება უნდა, შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს. „რთული თამაში იქნებოდა, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავთ. კარში შესანიშნავი დამრტყმელები ჰყავთ. იქ ატმოსფეროც ძალიან ცხელია, მატჩის გარკვეულ მომენტებში ფრთხილად უნდა …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ალეგრი ახლა ზუსტად იმ სიტუაციაშია, რომელშიც მე ვიყავი “მილანში” დაბრუნებისას”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ წარუმატებელ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი ახლა ზუსტად იმავე ვითარებაშია, რომელშიც თვითონ იყო, როცა „მილანში“ დაბრუნდა (1996 წელს). „ალეგრი განიცდის სიტუაციას, რომელსაც მე განვიცდიდი „მილანში“ დაბრუნების შემდეგ. ხედავ, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, ცდილობ გადაჭრა პრობლემები, მაგრამ ვერ ახერხებ. ყველანაირად ცდილობ, თუმცა …

სრულად წაკითხვა »

“მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ „მილანთან“ 0:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – ძელებმა გადაარჩინა, ის არასოდეს ჩანს რეაქტიული. დანილო 5.5 – ამ ლეაოსთან თამაში ყველასთვის თავის ტკივილია, ჩაწოდებებიც კარგი არ გამოუვიდა. ბრემერი 6 – მის ზონაში „მილანი“ გასვლას ვერ ახერხებდა. ბონუჩი 5.5 – ბრაჰიმ დიასს მწვანე შუქი აუნთო, როდესაც …

სრულად წაკითხვა »