მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “გუნდს, რომელსაც გამარჯვება უნდა, შეცდომები არ უნდა დაუშვას”

ალეგრი: “გუნდს, რომელსაც გამარჯვება უნდა, შეცდომები არ უნდა დაუშვას”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, შეცდომები მაქსიმალურად უნდა შეამცირონ, რადგან გუნდს, რომელსაც გამარჯვება უნდა, შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს.

„რთული თამაში იქნებოდა, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავთ. კარში შესანიშნავი დამრტყმელები ჰყავთ. იქ ატმოსფეროც ძალიან ცხელია, მატჩის გარკვეულ მომენტებში ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ აქამდე დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ. „მაკაბის“ კარგი ტექნიკური თვისებები აქვს, გამარჯვებისთვის შესანიშნავი თამაში გვჭირდება და მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რომლებიც „მილანთან“ და „ბენფიკასთან“ სახლში. მეტი კომპაქტურობა უნდა გვქონდეს.

შანსი გვაქვს წარუმატებლობა დავივიწყოთ, ეს შანსია ფეხზე წამოსადგომად. ორმა თამაშმა „ბოლონიასა“ და „მაკაბისთან“ ილუზია შეგვიქმნა, ეს არის გზა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გავიაროთ. მოედანზე შეცდომები არ უნდა დავუშვათ, როგორც ეს ამ სეზონში არაერთხელ მოხდა.

წნეხი? ამაზე მეტად მნიშვნელოვანია თამაშის მნიშვნელობა გავაცნობიეროთ. ეს ვთქვი პირველ მატჩამდეც. თამაშამდე ყველას შეუძლია მოგება, მაგრამ მთავარია, მოედანზე რას ვაჩვენებთ. ფრთხილად და პატივისცემით უნდა ვითამაშოთ, როგორც ყველასთან. ყველა გუნდს აქვს ხარისხი, მაგრამ რაღაც მომენტებში მათ უპირატესობა არ უნდა მივცეთ.

ალიბი არ უნდა ვეძებოთ და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გულით, ვნებით უნდა ვითამაშოთ. გარედან მარტივად ჩანს, სამ თვეში გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ასე არ არის. არიან გუნდები, რომლებიც გაიზარდნენ, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. თვითშეფასება უნდა დავიბრუნოთ, ყოველდღიურად უნდა გავიზარდოთ და დავუბრუნდეთ იმ დონეს, რაც კონკურენტუნარიანობისთვის საჭიროა.

კიეზა „ტორინოსთან“ განაცხადში იქნება? აბსოლუტურად არა. მან გუნდთან ერთად ჯერ მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა და ჯერ სხვებთან შედარებით უკანაა. ხვალ ის ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს, მოედანზე მოძრაობებისთვის ეს საჭიროა. კიეზა კარგადაა, მაგრამ „ტორინოსთან“ მზად არ იქნება, მას დრო სჭირდება.

ბიჭებს ვთხოვე, რომ კომპაქტურად ითამაშონ და შეცდომები აღმოვფხვრათ, რომლებსაც თამაშების დროს ვუშვებთ. გუნდს, რომელსაც გამარჯვება სურს, შეცდომები არ უნდა დაუშვას“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მაკაბისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …