მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 33)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვეს” დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარიას შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ტურინელები 34 წლის არგენტინელთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. დი მარიას „იუვესთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მისი ერთი წლით განახლება სურთ. ცნობილია, რომ დი მარიას მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ სურს კარიერის დასრულება, მაგრამ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნება …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ილინგ-ჟუნიორს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ სამუელ ილინგ-ჟუნიორს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად, ინგლისელი ფეხბურთელი გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. 19 წლის შემტევის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. ის ამ სეზონამდე 23-წლამდე გუნდში თამაშობდა, მაგრამ მთავარ გუნდში შანსი გამოიყენა, ორი საგოლე პასი გააკეთა და მასიმილიანო ალეგრიმ ის პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა. სამუელმა ორიოდ დღის …

სრულად წაკითხვა »

ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი “იუვედან”

ტურინის „იუვენტუსს“ ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს – 27 ფეხბურთელი. საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მაშინ მოიგეს, როცა „იუვეს“ რიგებში ირიცხებოდნენ. 1934 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა „იუვეს“ 9 იტალიელი ფეხბურთელი – ბერტოლინი, ვარლიენი, კალიგარისი, ბორელი, კომბი, ფერარი, მონტი, ორსი და როზეტა. 1938 წელს იტალიის ნაკრებში ორი იუვენტინო იყო – …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ კლუბი ახალგაზრდულ სექტორში კარგად მუშაობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „არსენალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები შეაქო. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო სინიშა მიხაილოვიჩისა და მარიო სკონჩერტის ოჯახებს მათი გარდაცვალების გამო. რთული მატჩი იყო, „არსენალი“ ტექნიკური გუნდია, რომელიც პრემიერლიგის ლიდერია. ჩვენ მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთი გვყავდა და დაცვით ფაზაში კარგად ვითამაშეთ. კარგი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “არსენალი” სტუმრად დაამარცხდა [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსმა” ამხანაგური მატჩი ლონდონის “არსენალთან” ჩაატარა და გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, თან მოსამზადებელ ეტაპზე პირველი სპარინგი იყო და “არსენალი” გაცილებით ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა, “იუვემ” მეტოქეს 2:0 მაინც აჯობა.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ ტრავმა მიიღო, კიეზა “არსენალთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ლეონარდო ბონუჩი ვარჯიშზე დაშავდა და მყესის დაზიანება აღენიშნება. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანი მცველი 10 დღე დაისვენებს და მომდევნო სამედიცინო გამოკვლევა სწორედ 10 დღეში ჩაუტარდება, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეფასდება. გარდა ამისა, გუშინ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო ფედერიკო კიეზამ. იტალიური მედიის ინფორმაციით, სერიოზული არაფერია, …

სრულად წაკითხვა »

პოგბას დაბრუნების დრომ გადაიწია

პოლ პოგბას პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ფრანგი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების დრომ კიდევ გადაიწია. ტურინელთა გეგმა იყო, რომ პოგბა 13 იანვარს, „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად ყოფილიყო, მაგრამ ფრანგი სირბილის დაწყებას დღემდე ვერ ახერხებს, რის გამოც მისი დაბრუნება იანვრის ბოლომდე მინიმუმ ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ტრავმა ივლისში მიიღო და მას შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” “ნაპოლის” სპორტული დირექტორის გადაბირება სურს

ტურინის „იუვენტუსში“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კლუბი ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს. გავლენიანი იტალიური მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია. მისი ფიგურა ტურინში ძალიან მოსწონთ და დიდი შანსია, რომ ჯუნტოლიმ ფედერიკო კერუბინი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ ჯუნტოლის გარდა, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ ჯუზეპე მაროტას, რომელთანაც კლუბს ყოველდღიური კონტაქტი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვენტუსისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვს

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსისგან“ 19.9 მილიონი ევროს მიღება სურს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს კლუბმა არ გადაუხადა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდას რონალდუს დაჰპირდა, როცა პანდემიის დროს ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია. „იუვენტუსში“ აცხადებენ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელთან დავალიანება არ აქვთ, მაგრამ 37 წლის …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “დროა უფრო მეტად იუვენტინოები ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ალესანდრო დელ პიერომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან თქვა, ახლა არის დრო, როცა უფრო მეტად „იუვენტინობაა“ საჭირო. „იუვენტუსი“ ჩემი ცხოვრების ნაწილია და არცთუ პატარა. ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, არასდროს ვიქნები დაკავშირებული სხვა ფერებთან. როგორც ყველა გულშემატკივარი, მეც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს …

სრულად წაკითხვა »