მთავარი / თეგის არქივი: ფედერიკო კიეზა (გვერდი 4)

თეგის არქივი: ფედერიკო კიეზა

კიეზა შვებულებაში არ წავიდა და ტურინში ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ფედერიკო კიეზამ შვებულება გადადო და იმის მაგივრად, რომ დაესვენა, ტურინშია, სადაც კონტინასას ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება. ფედერიკოს სურს, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და მოედანზე დაბრუნება შეძლოს, ამიტომაც, ვარჯიშს შვებულების დროსაც აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იანვარში დაშავდა. ჯერჯერობით, მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, ის თამაშს შემოდგომაზე მოახერხებს.

სრულად წაკითხვა »

კორვინო: “კიეზა-ვლაჰოვიჩი დიდებული დუეტი იქნება”

ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პანტალეო კორვინომ, რომელიც ამჟამად „ლეჩეში“ მუშაობს და თავის დროზე, ფლორენციაში დუშან ვლაჰოვიჩი მიიყვანა, სერბისა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი მენეჯერი დარწმუნებულია, რომ კიეზა-ვლაჰოვიჩის დუეტი დიდებული იქნება და მათი შეჩერება ნებისმიერს გაუჭირდება. „დუშანი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. „იუვემ“ ამ პირობებში იანვრის სატრანსფერო პერიოდში დიდი გარიგება …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “მოუთმენლად ველოდები ვლაჰოვიჩთან ერთად თამაშს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ფედერიკო კიეზა და დუშან ვლაჰოვიჩი მონაკოში ფორმულა 1-ს გრანპრის დაესწრნენ, სადაც ფერარის საგულშემატკივროდ მივიდნენ. კიეზამ იტალიურ მედიასთან მონაკოს გრანპრიდან კომენტარი გააკეთა: „მოუთმენლად ველი ვლაჰოვიჩთან ერთად თამაშს, მაგრამ ახლა ჩვენ აქ ფერარის საგულშემატკივროდ ვართ. 10 ნომერი? არა, არა. ახლა მხოლოდ ფერარიზე ვფიქრობ“, – თქვა კიეზამ, მერე კი ვლაჰოვიჩმაც …

სრულად წაკითხვა »

კიეზას გამოსყიდვა “იუვესთვის” სავალდებულო გახდა

ფედერიკო კიეზა ოფიციალურად „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება და ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტურინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. მოგეხსენებათ, კიეზა „იუვეს“ 2020 წელს „ფიორენტინადან“ ორწლიანი იჯარით შეუერთდა. მაშინვე ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტები, რომელთა საფუძველზე კიეზას გამოსყიდვა სავალდებულო ავტომატურად ხდებოდა: თუ კიეზა მეორე სეზონში 10-ნიშნა რიცხვს მიაღწევდა გოლებით და საგოლე პასებით. თუ …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. სულ მალე ფედერიკო რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელიც და კლუბის საქმეს ძალიან ფრთხილად უდგებიან, რომ ყოველგვარი გართულებებისგან თავი დაიზღვიონ. რისკზე წასვლა ტურინულ კლუბში არავის სურს. კიეზას დაბრუნება მოედანზე სექტემბერ-ოქტომბერშია მოსალოდნელი, მანამდე კი ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ახალი 10-იანი სავარაუდოდ ფედერიკო კიეზა იქნება

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალა დატოვებს და შესაბამისად, კლუბისთვის საკულტო ნომერი 10 თავისუფალი იქნება. ვინ მოირგებს ამ ნომერს? Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ კლუბში სერიოზულად ფიქრობენ, რომ 10-ნომრიანი მაისური ფედერიკო კიეზას გადასცენ. „იუვეში“ ფიქრობენ, რომ ამ პრესტიჟული მაისურის სატარებლად კიეზა ყველაზე შესაბამისი პროფილის მქონე ფეხბურთელია. ანდრეა ანიელიმ გუშინ იტალიურ მედიასთან …

სრულად წაკითხვა »

რიბერი: “ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის მენტალიტეტით ჰგავს”

„სალერნიტანას“ ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. ფრანგი ორივე მათგანის თანაგუნდელი „ფიორენტინაში“ იყო და მათ კარგად იცნობს. რიბერიმ ვლაჰოვიჩი რობერტ ლევანდოვსკის შეადარა, რომლის თანაგუნდელი თავის მხრივ „ბაიერნში“ იყო. „რა თქმა უნდა, ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის ჰგავს. სიძლიერით და მენტალიტეტით. როგორც ყველა ჩემპიონი, ისიც შრომისმოყვარეა და არასდროს ნებდება. …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ფედერიკო კიეზას მარცხენა მუხლის ჯვაერდინი მყესების ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაცია ავსტრიის ქალაქი ინსბრუკის კლინიკაში პროფესორმა კრისტიან ფინკმა ჩაატარა, „იუვენტუსის“ სამედიცინო შტაბის თანდასწრებით. როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო დაახლოებით 7 თვე იქნება. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „რომასთან“ მატჩში დაშავდა და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო. იტალიელს მუხლზე ქირურგიული ჩარევა ოთხშაბათს ინსბრუკში უნდა ჩატარებოდა, მაგრამ რამდენიმე დღით გადადეს. ფეხბურთელი გაციებულია და მიზეზი ეს გახდა. მას ტესტირება ჩაუტარდა, მაგრამ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ასე რომ, რამდენიმე დღეში ოპერაცია გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო და მოედანზე მიმდინარე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “კიეზა ყველას დაგვაკლდება, მაგრამ მედიცინა განვითარდა და უფრო მალე დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ფედერიკო კიეზას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ალექსის განცხადებით, მედიცინა განვითარდა და კიეზას უფრო მალე შეუძლია გამოჯანმრთელება, ვიდრე ეს წარსულში იყო შესაძლებელი. „კიეზას წარმატებებს ვუსურვებ, როგორც ბიჭს და ოჯახს, ასევე მის გარემოს, ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ფორმაში და შედარებით მალე დაბრუნდეს. მედიცინა განვითარდა, …

სრულად წაკითხვა »