მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა (გვერდი 10)

ვიდეოგალერეა

ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს გოლი საუკეთესოდ დაასახელეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნდა სეზონის 10 საუკეთესო გოლი და აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” თავდამსხმელის მიერ, “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი გოლი უეფას ვერსიით საუკეთესო იყო.

სრულად წაკითხვა »

კიელინიმ და ბარძალიმ მუზეუმში მერვე სკუდეტო მიიტანეს [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ანდრეა ბარძალიმ და ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუს სთედიუმის“ მუზეუმში ზედიზედ მერვედ მოგებული სკუდეტო დააბინავეს. გარდა ამისა, ორივე ფეხბურთელმა კომენტარიც გააკეთა: „ორმაგი სიხარული მაქვს, თასი დავაბინავე, როგორც კაპიტანმა და მეორე, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მერვე სკუდეტოა. წლები გადის, ამ ტიტულის მოგება კი კიდევ უფრო რთული ხდება. იმედია, სხვა …

სრულად წაკითხვა »

სიურპრიზი ბარძალის, ბუფონისგან, ბონუჩისგან და კიელინისგან [VIDEO]

ანდრეა ბარძალის მაისური როგორც დააანონსებული იყო, „იუვენტუსის“ მუზეუმში შეიტანეს. იტალიელი ფეხბურთელი „იუვეს“ 8.5 წელი ემსახურა და ეს პატივი სავსებით დაიმსახურა. ბარძალის კი სიურპრიზი მოუწყვეს – როდესაც მუზეუმში მაისურის შენახვის პროცედურა მიმდინარეობდა, მასთან მოულოდნელად ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი გამოჩნდნენ..

სრულად წაკითხვა »

ალეგრის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია “იუვენტუსში”

მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მხოლოდ ხვალინდელი შემადგენლობა დაასახელა და ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა. „აქ მხოლოდ დასამშვიდობებლად და ხვალინდელი მატჩის შემადგენლობის გამოსაცხადებლად მოვედი. ხვალ კარში პინსოლიო იქნება. ითამაშებენ კასერესი, რუგანი, კიელინი, დე შილიო, კუადრადო, ემრე ჯანი, ბენტნაკური, პერეირა, დიბალა და კინი. შჩესნის მუხლზე პრობლემა …

სრულად წაკითხვა »

ანიელის მიმართვა ბარძალის [VIDEO]

ანდრეა ანიელიმ ანდრეა ბარძალი სპეციალური ტექსტით გააცილა. ეს ყველაფერი „ატალანტასთან“ მატჩის დაწყებამდე მოხდა. ფეხბურთელებმა ანდრეას ცოცხალი დერეფანი გაუკეთეს, ხოლო სტადიონის დიქტორმა შემდეგი შესავალი გააკეთა: „პირველი სკუდეტოს შემდეგ განაცხადა, რომ შვებულებაზე ფიქრი არ შეეძლო, რადგან მეორე სკუდეტოს მოგება სურდა. და ამის შემდეგ აღარ გაჩერებულა. პროფესიონალიზმის მაგალითი, დარწმუნებული, გაუვალი მცველი, კლდე, ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი ტურინში 1 წლის შემდეგ დაბრუნდა [VIDEO]

ჯანლუიჯი ბუფონი 2018 წლის 19 მაისს გააცილეს “იუვენტუსიდან”. ზუსტად 1 წლის შემდეგ ჯიჯი ტურინში დაბრუნდა და “იუვე” – “ატალანტას” მატჩს მიადევნა თვალი. ბუფონმა ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან, ხოლო მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსიდან” გააცილა და თამაშის დაწყებამდე ვიდეოც ჩაწერა “ალიანც სთედიუმის” წინ. სხვათა შორის, იგივე ფერნანდო ლორენტემაც გააკეთა, რომელიც ასევე დაესწრო თამაშს.

სრულად წაკითხვა »

ბარძალი კორიდორით გააცილეს [VIDEO]

ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულ მცველს “ატალანტასთან” მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა კორიდორი მოუწყვეს და ამ ჟესტით გააცილეს. ანდრეამ ამავე მატჩში “იუვეს” უკაპიტნა და 61-ე წუთზე შეცვალეს, მერე კი ქომაგებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბარძალიმ 2011-2019 წლებში “იუვეს” რიგებში 280 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რვაჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ოთხ-ოთხჯერ კი …

სრულად წაკითხვა »