მთავარი / Giorgi Kheladze (გვერდი 49)

Giorgi Kheladze

კიელინი: “ტრავმა სერიოზული არაა, კარგად ვარ”

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და თავს კარგად გრძნობს. ვეტერანი მცველი უელსთან არ ითამაშებს და იმედოვნებს, რომ გუნდს მერვედფინალში დაუბრუნდება. „მე საკმაოდ კარგად ვარ, სერიოზული არაფერია. რამდენიმე დღე დავისვენებ და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ შევძელი გაჩერება, სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა. ეს გუნდი …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზა: “ალეგრისთან სიამოვნებით ვიმუშავებ”

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ძირითადად სანაკრებო თემებზე ისაუბრა, მაგრამ შეკითხვას მასიმილიანო ალეგრიზეც უპასუხა. „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ამაზე ვოცნებობთ. გზა ბოლომდე რომ გავიაროთ, ძალიან ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, როგორიცაა ბელგია და საფრანგეთი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. შესაბამისი სიმწიფე …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “კარდიფში წაგებული ფინალი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სინანულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს, სადაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა. „სპორტულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად ვცდილობ საუკეთესოსგან ვისწავლო. სინანული? შეიძლება „მილანთან“ წაგებული პირველი ფინალი ვინანო, სადაც პენალტებში წავაგეთ, დანარჩენ ორ …

სრულად წაკითხვა »

ჯამპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა. ბონიპერტი სულ მალე, 4 ივლისს, 93 წლის გახდებოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე ტურინში, 18 ივნისს დასრულდა. ის „იუვენტუსში“ 1946-1961 წლებში თამაშობდა და 459 შეხვედრაში 179 გოლიც გაიტანა, რითაც დიდი ხნის განმავლობაშ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ჯამპიეროს …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “ფეხბურთზე ყველაზე მეტი “იუვეში” ვისწავლე”

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტი რამ „იუვენტუსში“ ყოფნის დროს ისწავლა. „იუვენტუსში“ ფეხბურთელის პროფესიაზე ყველაზე ბევრი რამ ვისწავლე. იქ ძალიან ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში მივედი და იქ გავხდი კაცი. ვარჯიში, ტაქტიკა, დისციპლინა. პირველ რიგში დისციპლინა. დისციპლინირებული უნდა იყო, რადგან ისინი ტაქტიკურად ძალიან კარგად …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი უელსთან ვერ ითამაშებს

იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ უელსთან მოედანზე ვერ გავა. სამედიცინო პერსონალის მიზანია, რომ ჯორჯო მერვედფინალური ეტაპისთვის მზად იყოს, თუმცა, შესაძლოა გუნდს ვერც ამ დროისთვის დაუბრუნდეს და მეოთხედფინალამდე მოცდა მოუწის, თუ „სკუადრა აძურა“ ამ ეტაპზე …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” გადავიდა

ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ჯიჯი მშობლიურ გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო, 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, რადგან გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მხარეებს შორის არაოფიციალური ცნობით 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ბუფონის მიზანია 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ბუფონს „პარმას“ მაისურით …

სრულად წაკითხვა »

იტალია – შვეიცარია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრები 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: დონარუმა 6.5 – შესანიშნავი იყო ზუბერის დარტყმის მომენტიში, მისი თამაშის ერთადერთ სეივზე. დი ლორენცო 6.5 – ნაკლები ინიციატივით, ვიდრე თურქეთთან. როდესაც მეხუთე მცველი გახდა, უფრო თამამი იყო. ბონუჩი 7 – ეს ფაქტია. ის გარანტი იყო …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “იტალიას მომატება შეუძლია”

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში შვეიცარია 3:0 დაამარცხა. თამაში რობერტო მანჩინიმ შეაფასა და განაცხადა, რომ ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებლია. „შვეიცარია ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში იყო. გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. იმიტომ მოვიგეთ, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვინდოდა. ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. მაღალ პრესინგს ვთამაშბდით, რითაც მეტოქე …

სრულად წაკითხვა »

მანუელ ლოკატელი: “ახლა მომავალზე არ ვფიქრობ”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ შვეიცარიასთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მანუელმა თამაშის შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „ამ თამაშის უკან დიდი სამუშაო დგას. ვამაყობ, რომ ფანტასტიკური გუნდის წევრი ვარ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. აქ შრომის წყალობით მოვხვდი. მომავალი? ახლა ამაზე ფიქრი არ …

სრულად წაკითხვა »