მთავარი / Giorgi Kheladze (გვერდი 29)

Giorgi Kheladze

“იუვეს” ხელმძღვანელები დიბალას აგენტს კიდევ ერთხელ შეხვდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა პაულო დიბალას აგენტს, ხორხე ანტუნს კიდევ ერთხელ შეხვდა. შევხედრა კონტინასას ბაზაზე გაიმართა და უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე შეთანხმება ისევ არ შემდგარა, მაგრამ ორივე მხარე მზადაა თანამშრომლობის გასაგრძელებლად და მომდევნო კვირაში კიდევ ისაუბრებენ. დიბალას „იუვენტუსი“ კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობს, სეზონში 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” ტოლისოს უკავშირებენ

მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა ფრანგი ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო გაასხვისოს. „იუვენტუსი“ კი ერთ-ერთი პრეტედენტია, სადაც შეიძლება მან კარიერა გააგრძელოს. „ეკიპის“ ინფორმაციით, „იუვე“ ტოლისოს ტრანსფერით დაინტერესებულია, ისევე როგორც სხვა კლუბები „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვესტ ჰემი“. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ტოლისოს „იუვენტუსს“ აქამდეც უკავშირებდნენ და ტურინელები მას …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 11 აგვისტო

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 11 აგვისტოს ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს: GAZZETTA DELLO SPORT ბრაჰიმ დიასი საუბრობს „ჩემი „მილანი“ 10-ია“ „ამ ნომრით არაფერის მეშინია. პიოლი პედაგოგია, იბრა ყველას მოტივაციას უმაღლებს და ჟირუსთან ერთად სკუდეტოსკენ გავიწევთ“ ნიჭიერი ადლი, მას შეუძლია ორ პოზიციაზე თამაში „როსონერის“ სპრინტი ფლორენცისთვის „ინტერი“, ჯეკოს ტრანსფერი დასრულებულია …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის ტრანსფერზე საბოლოო შეხვედრა პარასკევს გაიმართება

ტურინის “იუვენტუსი” მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, პარასკევს შეხვედებიან. სწორედ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი – დადებითად ან უარყოფითად. ტურინელები იმედოვნებენ, რომ “სასუოლოს” დაიყოლიებენ, რადგან ფეხბურტელს “იუვეში” თამაშის დიდი სურვილი აქვს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მთელი ზაფხულის ვერ მიაღწიეს და “სასუოლო” 23 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დიბალას აგენტს 11 აგვისტოს შეხვდება

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და რამდენიმე დღის წინ მის აგენტ ხორხე ანტუნსაც შეხვდა. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მეორე რაუნდის შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც 11 აგვისტოს შედგება და ეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ, რისი სურვილიც ორივე მხარეს აქვს. „იუვე“ დიბალას კონტრაქტის 2025 წლამდე განახლებას, 2026 წლამდე განახლების ვარიანტით და სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ალეგრი ჩემს კაპიტნობაზე? ვიცი, რაც უნდა გავაკეთო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი მშობლიური ქალაქის ვიტერბოს საპატიო მოქალაქედ აღიარეს და მან იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათ შორის ისაუბრა მასიმილიანო ალეგრის განცხადებაზე, რომელიც ბონუჩის კაპიტნობას უკავშირდება. „დღევანდელ დღეს უფრო აღფრთოვანებული ვარ, ვიდრე ხალხით სავსე სტადიონზე. ეს არის მნიშვნელოვანი პატივი, რომელიც ფეხბურთს სცილდება. ვიტერბო ჩემს გულშია და ძალიან ბედნიერი ვარ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელის ტრანსფერზე ახალი წინადადება მოამზადა

ტურინის „იუვენტუსის“ და „სასუოლოს“ ხელმძღვანელები მეოთხედ შეხვდებიან და საუბრის თემა ისევ მანუელ ლოკატელი იქნება. წინა სამმა შეხვედრამ უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე ჩაიარა. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა წინადადება 32 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „იუვე“ „სასუოლოს“ სთავაზობს ორწლიან იჯარას 32 მილიონი ევროს ჯამური ღირებულებით, ხოლო ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვა დამოკიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან დაკავშირებით. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ბარსამ” პიანიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს

ტურინის „იუვენტუსში“ მირალემ პიანიჩი ბრუნდება. „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ შედგა და შეთანხმებასაც მიაღწიეს. ამის შესახებ კატალონიური პრესა წერს. პიანიჩი „იუვეში“ ერთწლიანი იჯარით, ერთი წლით განახლების ვარიანტით დაბრუნდება და მას ხელფასის 20%-ით შემცირებაც მოუწევს იმასთან შედარებით, რაც ახლა „ბარსელონაში“ აქვს. პიანიჩის ჟოან გამპერის თასზე „იუვესთან“ არ უთამაშია და მას ფანებიც უსტვენდნენ, …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსი“ ამხანაგურ მატჩში „ბარსელონასთან“ 0:3 დამარცხდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი დარჩა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და ყველანაირი პერსპექტივა არსებობს, რომ „იუვესთვის“ კარგი სეზონი იქნება. „ვწუხვარ შედეგის გამო, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, შემდეგ ბევრი ცვლილება იყო და მთელი გუნდით მხოლოდ 6 დღეა ვვარჯიშობთ. გვჭირდება მუშაობა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ბარსელონასთან” დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ კატალონიის „ბარსელონასთან“ სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ჟოან გამპერის თასი გათამაშდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მარცხი განიცადა. ესპანელები უკვე მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც დაცვაში შექმნილი სივრცით მემფის დეპაიმ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში „იუვეს“ შეეძლო გათანაბრება, ისევე, როგორც „ბარსელონას“ მეორე …

სრულად წაკითხვა »