ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას მიმართ დაინტერესებულია. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები მიუნხენელებს უკვე დაუკავშირდნენ. „იუვეს“ ალკანტარას გადაბირება მიმდინარე თვეში სურს და მზადაა „ბაიერნს“ ემრე ჯანი დაუთმოს. საუბარია სუფთა ბარტერზე ზედმეტი თანხის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ტიაგო ალკანტარა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.
სრულად წაკითხვა »