ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელი ჯუზეპე რიცა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიცა რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა, დღეს კი მისი სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა. იტალიელი „იუვეს“ აკადემიაში 1995-2006 წლებში თამაშობდა და მისი თანაგუნდელები კლაუდიო მარკიზიო და სებასტიან ჯოვინკო იყვნენ. პროფესიონალურ კარიერაში „იუვე სტაბიას“, „ლივორნოს“, „არეცოს“, „პერგოცრემასა“ და „ნორჩერინას“ ღირსებას იცავდა.
სრულად წაკითხვა »