„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ Milan TV-ს ინტერვიუ მისცა. მას საუბარი ანდრეა პირლოს შესახებაც მოუწია, რომლის თანაგუნდელი იყო და რომელიც მისი ყოფილი კლუბის, „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
იბრაჰიმოვიჩის განცხადებით, პირლოს ყველაფერი აქვს, რომ შენიშნავი მწვრთნელი გახდეს და უხარია, რომ ეს შანსი „იუვენტუსის“ მსგავს დიდ გუნდში მიიღო.
„ბედნიერი ვარ მის გამო. როდესაც ფეხბურთელი იყო, აშკარა გახლდათ, რომ დიდი აზროვნება ჰქონდა, განსხვავებული ხედვა სხვა ფეხბურთელების. ის უკვე ფიქრობდა, როგორც მწვრთნელი, თუნდაც იმიტომ, როგორ საუბრობდა ფეხბურთზე. ანდრეა პირლო დიდი შესანიშნავი მწვრთნელი იქნება და ბედნიერი ვარ, რომ აქვს შანსი ისეთი გუნდი გაწვრთნას, როგორიც „იუვენტუსია“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა, ხოლო პირლოს თანაგუნდელი „მილანში“ 2010-2011 წლებში გახლდათ.