მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი Daily Mail-ის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ზაფხულში „იუვენტუსი“ მიიწვევს. ფრანგმა განაცხადა, რომ დღეს „რეალში“ ბედნიერია, თუმცა ყოფილ გუნდში დაბრუნებაც არ გამორიცხა.
„არავინ დამკავშირებია და მხოლოდ მადრიდის „რეალზე“ ვფიქრობ. არაფერი ვიცი, ბევრ რამეს ამბობენ. თუმცა, ვიცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა. დღეს „რეალის“ მწვრთნელი ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
ხელმძღვანელობის მხარდაჭერას ვგრძნობ, ყველა ერთსა და იმავე მხარეს ვართ. ეს პოსტი საპასუხისმგებლოა, მაგრამ ამავე დროს ბედნიერებაა აქ ყოფნა. ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი დიდი ვნება, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, ვამაყობ, რომ „რეალში“ ვმუშაობ“, – თქვა ზიდანმა.
ფრანგის კომენტარი ჩვეულებრივად, დიპლომატიური იყო. ამის მიუხედავად საიდუმლო არაა, რომ ზიდანს ანდრეა ანიელისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მისი „იუვენტუსის“ მწვრთნელად დანიშვნა გასაკვირი არ იქნება.