იტალიის სერია A-ში „იუვენტუსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ. ანდრეა პირლოს გუნდმა „რომასა“ და „კროტონეს“ შემდეგ შინ „ვერონასაც“ ვერ მოუგო.
ტურინული გუნდი დიდ უპირტესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ სათანადოდ ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ალვარო მორატას გოლი ვიდეორეფერიმ გააქმა, მილიმეტრებით იყო წინ და თამაშგარე დაფიქსირდა. მანამდე ხუან კუადრადომ ბურთი ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „იუვემ“ გაუშვა. გოლი ანდრეა ფავილიმ გაიტანა, რომელიც ტურინული გრანდის აღზდილია. ის მოედანზე 5 წუთის შესრული იყო თავი რომ გამოიჩინა და გოლის მომენტში დაშავდა, რისთვისაც შეცვალეს.
„იუვემ“ მიებული ბურთის შემდეგ ზეწოლა გააძლიერა, პირლომ თამაშში დეიან კულუშევსკი ჩართო, რომელმაც ანგარიში 77-ე წუთზე გაათანაბრა. მომენტები კიდევ ბევრი იყო, 4-ჯერ სტუმართა მეკარე სილვესტრიმ საოცარი ბურთები აიღო, ერთხელ დიბალამ ბურთი ხარიხას გაარტყა.
ამ მატჩში დაშავდა ლეონარდო ბონუჩი, რომლის ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი ისაა, რომ „იუვენტუსს“ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი დარჩა გუნდში – მერიჰ დემირალი…
„იუვენტუსს“ სერია A-ში 9 ქულა აქვს და ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა, ხოლო 28 ოქტომბერს, „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში უმასპინძლებს.
„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 1:1 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დემირალი, ბონუჩი (ფრაბოტა 75), დანილო; კუადრადო, არტური, რაბიო, ბერნარდესკი (კულუშევსკი 61); რემზი (ვრიონი 90), დიბალა, მორატა
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ვერონა“ (3-4-3): სილვესტრი; ჩეკერინი (მანიანი 55), ლოვატო, ემპეროირი; ფარაონი, ვიეირა, ლაზოვიჩი; ტამეზე (ილიჩი 51), კალინიჩი (ფავილი 55, ბარაკი 62)
მწვრთნელი: ივან იურიჩი
გოლები: 0:1 ფავილი (60), 1:1 კულუშევსკი (77)
გაფრთხილება: კულუშევსკი (90) – ვიეირა (39), ლაზოვიჩი (57), ემპეროირი (69), ფარაონი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ფაბრიციო პასკუა