ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი წითელი ბარათი მიიღო -5.
ხუან კუადრადო მეხუთე მოთამაშე გამოდგა, რომელიც გააძევეს და ეს სეზონის რეკორდია. ამ 5 გაძევებიდან 4-ჯერ საქმე პირდაპირ წითელ ბარათთან გვქონდა.
კუადრადოს გარდა, პირდაპირ წითელი ბარათები ფედერიკო კიეზამ, ალვარო მორატამ და კალო პინსოლიომ (სათადარიგო სკამიდან) მიიღეს, ხოლო ადრიენ რაბიო „რომასთან“ ორი ყვითელი ბარათით გააძევეს.
დავამატოთ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ საშინაო მატჩში მერიჰ დემირალიც გააძევეს და ყველა ტურნირის ჩათვლით სიტუაცია უფრო სავალალოა.
მსგავსი ცუდი სტატისტიკა ნათლად მიანიშნებს სათამაშო დისციპლინის დაბალ დონეზე და ამაზე მუშაობა ტურინელებს აუცილებლად მართებთ.
5 – With #Cuadrado being sent off against Fiorentina, Juventus have received the joint-most red cards in the top-5 European leagues this season (five). Unsettled.#JuveFiorentina #JuveFiorentina
— OptaPaolo (@OptaPaolo) December 22, 2020