მთავარი / სიახლეები / ვიერი: “უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, “იუვენტუსიდან” არ წავიდოდი”

ვიერი: “უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, “იუვენტუსიდან” არ წავიდოდი”

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი „იუვენტუსიდან“ წასვლას ნანობს. „ბობოს“ განცხადებით, მაშინ „ატლეტიკოში“ მაღალი ხელფასის გამო გადავიდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან გადაწყვეტილებას ნანობს.

„ერთ დღეს მოჯი მირეკავს და შეხვედრა დამინიშნა. ოფისში მივედი და იქ ჩემი აგენტი და რობერტო ბეტეგაც დამხვდნენ. დირექტორმა მშვიდად, ნახევრად დახუჭული თვალებთ თქვა, მზად იყო ჩემი ხელფასი 2 მილიარდ ლირამდე გაეზარდა, მაგრამ მეტის გადახდა არ შეეძლო. მადრიდის „ატლეტიკო“ 3.5 მილიარდს მთავაზობდა და ვუთხარი: „ესპანეთში მივდივარ“. შეხვედრა დაუყოვნებლივ დასრულდა. ვაღიარებ, რომ მაშინ მხოლოდ საფულის ზომით ვიმსჯელე, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ტურინში დავრჩებოდი“, – წერს ვიერი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

შეგახსენებთ, რომ ვიერი „იუვენტუსში“ 1996-1997 წლების სეზონში თამაშობდა და 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა. „ატლეტიკოში“ ერთი სეზონი გაატარა, ესპანეთის ჩემპიონატში 24 თამაშში 24 გოლით ბომბარდირი გახდა და შემდეგ იტალიაში დაბრუნდა, სადაც ჯერ „ლაციოს“, მერე „ინტერის“ ღირსება დაიცვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …