ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სკუდეტოს დაკარგვა ნორმალურია, როდესაც მას ზედიზედ 9 წელი იგებ.
ვიერიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტორი არავინაა და მაგალითიც მოიყვანა.
„ზედიზედ 9 წელი სკუდეტოს თუ მოიგებ, ადრე თუ გვიან, ერთს დაკარგავს. ეს შეიძლებოდა შარშან მომხდარიყო ან მომავალ წელს, მაგრამ უნდა მომხდარიყო და ეს პირლოს დაემართა. ახლა ნაკლებად თამაშობენ ან იგივე ფორმაში აღარ არიან, როგორც 10 წლის წინ, მაგალითად ბუფონი და კიელინი. ეს ფიზიოლოგიური მომენტია. არ მესმის „იუვეს“ კრიტიკა, ისინი ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ. კიეზა მომავალია, კულუშევსკი, მაკკენი და არტურიც. დე ლიხტი, დემირალი, ბენტანკური – ყველა მომავალია. ყველამ ასე უნდა იფიქროს მომავალზე, როგორც აწმყოზე, არამხოლოდ „იუვემ“.
რონალდუ? ერთი ფეხბურთელის ყიდვა არ ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის ავტომატურად მოგებას. ძლიერი გუნდიც გჭირდება და იღბალიც. მასთან ერთად უფრო მეტი შანსი იყო, მაგრამ არა განაღდებული. მესის 6 წელია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა, „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ უამრავ ფულს ხარჯავენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამის გაკეთება“, – თქვა ვიერიმ.