„იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩის დაწყებამდე არტურო ვიდალი ყოფილ თანაგუნდელებს თბილად შეხვდა. ჯორჯო კიელინისთან შეხვედრამ კი მცირე სკანდალიც გამოწივია.
ვიდალმა კიელინის მაისურზე გამოსახულ „იუვეს“ ლოგოს აკოცა და ამას სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით ინტერისტების მხრიდან დიდი და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, ვიდალმა ამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და 171 მატჩში 35 გოლი გაიტანა.
https://t.co/aqCSHZQbSL pic.twitter.com/J7CuO4SrqP
— 👤 (@jnterista_12) January 17, 2021