არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ დაბრუნებას განიხილავს. El Pais-ის ინფორმაციით, ჩილელს ჩემპიონთა ლიგის მოგება აკვიატებული აქვს და წელს მის მოგებას „ბარსელონასთან“ ერთად ეცდება.
თუმცა, თუ ისევ არ გამოუვა, ტურინში დაბრუნებაზე ფიქრობს, სადაც მისი მეგობარი ანდრეა პირლო ახლახან მწვრთნელად დაინიშნა. ისინი 4 წელი თანაგუნდელები იყვნენ.
ვიდალს ბოლო დროს უფრო ხშირად „ინტერთან“ აკავშირებდნენ და 33 წლის ფეხბურთელს „ბარსასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი აქვს.
სხვა კონკრეტული ცნობა ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ვიდალმა 2011-2015 წლებში „იუვენტუსში“ 171 მატჩში 48 გოლი გაიტანა.