მთავარი / სიახლეები / სერია A / ვარჯიში “ლეჩესთან”

ვარჯიში “ლეჩესთან”

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „იუვენტუსმა“ აუტსაიდერთა შორის მყოფ „ლეჩეს“ უმასპინძლა და მისი დამარცხება არ გასჭირვებია.

პირველ ტაიმში მაურიციო სარისგუნდს სტუმრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა რომ არა კრიშტიანუ რონალდუსა და ფედერიკო ბერნარდესკის ძალიან ხელსაყრელი პოზიციებიდან გაცუდებული დარტყმები, ანგარიში შესვენებამდე გაიხსენოდა. უნდა აღინიშნოს, რმ 32-ე წუთზე „ლეჩე“ კაცნკალული დარჩა. ბენტანკურმა ბურთი ლუჩიონის მოპარა, რომელმაც ურუგვაელი წააქცია, უკანასკნელი იმედის ჯარიმა აშკარა იყო და წითელი ბარათი მიიღო.

შესვენების შემდეგ „იუვემ“ ლაღი ფეხბურთი ითამაშა და დემორალიზებული მოწინააღმდეგე ადვილად დაამარცხა. პაულო დიბალამ ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში, რასაც სულ მალე კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე გამომუშავებული პენალტი დაუმატა. პორტუგალიელმა შემდეგ ეფექტური პასით გონსალო იგუაინსაც გაატანინა. წერტილი კი მატაის დე ლიხტმა დასვა.

რონალდუმ ბევრი საგოლე შანსი გაანიავა, მაგრამ მაინც კარგი მატჩი ჰქონდა, გოლი და 2 საგოლე პასი. „იუვენტუსმა“ 69 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე რჩება. მომდევნო მატჩს კი სამშაბათს, სტუმრად „ჯენოასთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ – „ლეჩე“ 4:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

უმაყურებლოდ

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, მატუიდი; ბენტანკური (რემზი 68), პიანიჩი, რაბიო (დუგლას კოშტა 52); ბერნარდესკი (მურატორე 77), დიბალა (იგუაინი 77), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლეჩე“ (3-5-2): გაბრიელი; ლუჩიონი, პაცი, ვერა (კალდერონი 78); დონატი, ტაკჩიდისი, პეტრიჩონე (როსეტინი 46), შახოვი, რისპოლი; მანკოსუ (ბარაკი 72), ფალკო (ბაბაკარი 63)

მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი

გოლები: 1:0 დიბალა (53), 2:0 რონალდუ (62, პენ), 3:0 იგუაინი (83), 4:0 დე ლიხტი (86)

გაფრთხილება: ბენტანკური (38)

გაძევება: ლუჩიონი (32)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (12) – 7 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკო პიჩინინი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …