„ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დაიკს დანიელე რუგანის დაინფიცირებაზე ჰკითხეს, რაზეც საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა. მისი განცხადებით, რუგანი ტურინშია, ხოლო თვითონ ლივერპულში და საშიში არაფერია.
„კორონავირუსზე სათქმელი არაფერი მაქვს, ამ საკითხში გარვეული არ ვარ. კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მე ვვარჯიშობ და მზად ვარ ვითამაშო. რუგანი? არ მეშინია, ის ტურინშია, მე კი აქ“, – თქვა ჰოლანდიელმა.