ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში „ტორინოსთან“ ტურინული დერბი უმძმეს ბრძოლაში მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
თუმცა, ანდრეა პირლოს გუნდის თამაშის ხარიხის ძალიან დაბალი და შემაშფოთებელია. „იუვე“ ანგარიშში მეცხრე წუთზე ჩამორჩა და ძალიან დიდხანს 70 წუთი ისე აგებდა, რომ გოლის გატანის შანსი არ შეექმნია.
საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ „იუვე“ მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ თამაშიდან გამოთიშულები იყვნენ. 57-ე წუთზე ხუან კუადრადომ გაიტანა, მაგრამ ლეონარდო ბონუჩის თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი ვიდეორეფერმა გააუქმა.
ანდრეა პირლომ ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ძალის სუსტი „ტორინოს“ წინააღმდეგ იმედის ნაპერწკალიც არ ჩანდა. შემდეგ კი „იუვემ“ თამაშ მაინც შემოატრიალა. ორივე გოლი ერთნაირი კომბინაციით გავიდა. ხუან კუადრადოს ორი პასი და ორი გოლი თავით იდენტური პოზიციიდან. ტყუპისცალივით გავდა ეს გოლები.
ჯერ ვესტონ მაკკენიმ გაათანაბრა და სადებიუტი გოლი გაიტანა „იუვეში“, ხოლო 89-ე წუთზე ანალოგიურ პოზიციაში ლეონარდო ბონუჩი დარჩა დაგამარჯვების გოლი გაიტანა.
„იუვენტუსმა“ 20 ქულა დააგროვა და ამ წუთისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „იუვე“ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში „ჯენოას“ შეხვდება.
„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 2:1 (0:1)
ტურინი „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო (ალექს სანდრო 71); კულუშევსკი (რემზი 57), ბენტანკური, რაბიო (მაკკენი 71), კიეზა; დიბალა (ბერნარდესკი 90), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ; ლიანკო, ნ’კულუ, როდრიგესი; სინგო, მეიტე, რინკონი, ლინეტი (სეგრე 90), ანსალდი (ბონაცოლი 90); ძაძა (ლუკიჩი 75), ბელოტი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
გოლი: 0:1 ნ’კულუ (9), 1:1 მაკკენი (78), 2:1 ბონუჩი (89)
გაფრთხილება: კულუშევსკი (51), დე ლიხტი (72), კუადრადო (90) – ლიანკო (70), ლუკიჩი (76), ბონაცოლი (90)
გაძევება: პინსოლიო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: დანიელე ორსატო