ტურინის “იუვენტუსს” ევროტურნირებიდან მოკვეთა ემუქრება. ESPN-ს ცნობით, “იუვე”, “ბარსელონა”, “რეალი” და “მილანი” უეფას არ უდასტურებენ, რომ სუპერლიგას ტოვებენ, ამიტომაც, მკაცრი სასჯელის მიღება იგეგმება.
წყაროს თანახმად, უეფა მზადაა ოთხივე კლუბი ევროთასებიდან 2 წლით მოკვეთოს, თუ სუპერლიგაზე უარს საბოლოოდ არ იტყვიან.
აღსანიშნავია, რომ სუპერლგიის პროექტის იდეას 7 კლუბი უკვე ოფიციალურად განუდგა, მაგრამ მათ შორის “იუვენტუსი” არ არის.