ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 35-ე ტურში „უდინეზესთან“ სტუმრად 1:2 წააგო და სკუდეტოს მოგების საკითხი მომავლისთვის გადადო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – დრო დასჭირდა თამაშში ჩასართველად, მაგრამ მისი ბრალი არაფერი ყოფილა დაკარგად იცავდა კარს.
დანილო 5 – გაუმართლა, როდესაც ავტოგოლისგან ძელმა გადაარჩინა.
კუადრადო 5.5 – სემას მარწუხებში მოექცა, ისევე როგორც მანამდე დანილო.
დე ლიხტი 6.5 – დაცვაში გიგანტი, შესანიშნავი გოლის ვატორი. ფოფანას გოლის ეპიზოდში ყველაზე ნაკლები დანაშაული მაინც მას მიუძღვის.
რუგანი 5 – ბოლო წუთზე არაზუსტი პასი გააკეთა და ბეკაოს შანსი მისცა ფოფას გამარჯვების გოლის კონტრშეტევა დაეწყო.
ალექს სანდრო 4.5 – სად იყო ნესტოროვსკის გოლის დროს? და რატომ გაქრა ფოფანასთან ბრძოლაში მოედნიდან მეორე გოლის მომენტში?
ბერნარდესკი 4.5 – ყოველთვის ერთნაირი თამაში. შესაძლოა სარი ისევ კმაყოფილი იყოს, მაგრამ ის თამაშს არ იმსახურებს.
დუგლას კოშტა 5 – როდესაც „იუვემ“ არ იცის მოედანზე რა გააკეთოს, სარი მას რთავს თამაშში, მაგრამ ამჯერად იმედები გაუცრუა.
რემზი 4.5 – 100%-ით ალბათ მზად ისევ არაა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ძირითადში იყო. ძალიან შორსაა მისაღები ფორმისგან.
მატუიდი 5.5 – ფრანგი როგორც ჩანს ოპტიმალურ კონდიციებში ნაკლებადაა.
ბენტანკური 6 – ამჯერად მეტოქისთვის არ გაუკეთებია საგოლე პასი. ნახევარდაცვის ლიდერია, მაგრამ სასწაულების მოხენას მარტო ვერ შეძლებს.
რაბიო 5.5 – პირველ ტაიმში წინ მორიგი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მეორე ტაიმი ჩააგდო.
დიბალა 6 – კარგადაა, სიამოვნებას იღებს თამაშიგან, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, ეს არ შეიძლება პრობლემა იყოს.
რონალდუ 5.5 – შესანიშნავ გოლთან ახლოს იყო, მაგრამ გალიაში ლომს უფრო ჰგავდა და „უდინეზეს“ გამათანაბრებელი გოლის შემდეგ მისი სახე ყველაფერზე მეტყველებდა.