მთავარი / სიახლეები / უცნაური მარცხი

უცნაური მარცხი

„იუვენტუსი“ სეზონში პირველად დამარცხდა. „იუვენტუსმა“ მერვედფინალის საგზურის გაფორმება მომდევნო ტურისთვის გადადო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უცნაურად წააგო.

ტურინული გრანდი 85 წუთის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და არაერთხელ შეეძლო გატანა. სამი ხედირამ და პაულო დიბალამ ძელებს დაუმიზნეს, ხუან კუადრადომ და მირალემ პიანიჩმა საოცარი მომენტები გაანიავეს. კრიშტიანუ რონალდუმ საოცარი გოლი გაიტანა. პორტუგალიელს ლეონარდო ბონუჩიმ ბრწყინვალე პასი გაუკეთა და კრიშტიანუმაც ერთი შეხებით ბრწყინვალედ ითამაშა. 65-ე წუთზე „იუვე“ წინ გავიდა და მერე უფრო გაეხსნა ხელ-ფეხი. შეეძლო მეორეც გაეტანა და ყველაფერი დაესრულებინა.

თუმცა, ვერ შეძლო და ბოლოს კატასტროფის წინაშე დადგა. ჟოზე მოურინიოს დროულმა და კარგა შეცვლებმა კი, იქამდე უსაქმოდ მყოფი „მანჩესტერი“ გამოფხიზლა და შედეგიც მიიღო. ალეგრიმაც აურია. მატია დე შილიოს ნაცვლად ანდრეა ბარძალის გამოყვანამ დალაგებული დაცვის ხაზი დაშალა. 86-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ხუან მატამ ჯარიმა უზადოდ შეასრულა. „იუვე“ ფრეზეც ინაღდებდა პლეი-ოფის საგზურს, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. 90ე წუთზე შჩესნი შეცდა, ბურთი ჯერ ბონუჩის მოხვდა, მერე ალექს სანდროს და გოლიც გავია. ეს მარცხს ნიშნავდა. „იუვეს“ შეეძლო პირველი ადგილის გაფორმება, შეეძლო მერვედფინალის საგზურის განაღდება. ვერცერთი მოახერხა.

თუმცა, ჯგუფის ლიდერად დარჩა 9 ქულით და უკვე სამი კვირის შემდეგ შეეცდება გადადებული საქმის ბოლომდე მიყვანას, როდესაც „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ – „მანჩესტერი“ 1:2 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 41 470

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (ბარძალი 83), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (მატუიდი 65), პიანიჩი, ბენტანკური; კუადრადო (მანჯუკიჩი 90), რონალდუ, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მანჩესტერი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ; ერერა (ფელაინი 79), მატიჩი, პოგბა; ლინგარდი (რაშფორდი 70), სანჩესი (მატა 79), მარსიალი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 რონალდუ (65), 1:1 მატა (86), 1:2 ალექს სანდრო (90, ა.გ)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (55), დიბალა (75) – მატიჩი (12), ერერა (75), მარსიალი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 6(3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …