მატიას დე ლიხტი არაა უკმაყოფილო „იუვენტუსში“ და მინო რაიოლა „რეალთან“ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამისშესახებ Tuttosport-ი წერს, რითაც უარყოფს ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს ჰოლანდიელმა მადრიდში გადასვლის სურვილი გამოთქვა, რადგან ტურინში უკმაყოფილოა.
„ცოტა ხნის წინ დე ლიხტის შეყვარებული მამამ ისაუბრა, რომ მისი სასიძო იტალიაში ბედნიერია და შესაძლოა 10 წელი „იუვეში“ დარჩეს. გარდა ამისა, მატიასი ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა, ადაპტაციის პერიოდიც დაძლია და იტალიურ ენასაც უკეთ ითვისებს.
მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ შესაძლოა მართლაც იყოს დაინტერესებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსფერი შედგება. 2021 წელს დე ლიხტის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა და მანამდე მისი „იუვედან“ წასვლა გამორიცხულია.
მომავლის პროგნოზირება რთულია, მაგრამ დღეს დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ არც კლუბი ყიდის ფეხბურთელს და არც მასს სურს გუნდიდან წასვლა. დანარჩენი ყველაფერი ჭორებია“, – წერს ტურინული გაზეთი.