მთავარი / სიახლეები / Tuttosport: პოგბა თანახმაა “იუვეში” დასაბრუნებლად დაბალ ხელფასს დათანხმეს

Tuttosport: პოგბა თანახმაა “იუვეში” დასაბრუნებლად დაბალ ხელფასს დათანხმეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება რეალური ხდება. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს.

წყაროს თანახმად, მხარეები ერთმანეთს მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ და დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს. ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და როგორც ცნობილი გახდა, მზადაა „იუვეში“ დასაბრუნებლად ხელფასი შეიმციროს.

პოგბა „მანჩესტერში“ 13 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს გამოიმუშავებს, ხოლო ტურინში დაბრუნების შემთხვევაში 7-8 მილიონი ევროს ხელფასს მიიღებს, ბონუსების გარდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლს უფრო სარფიან კონტრაქტს პსჟ სთავაზობს, ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება სურს, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

პოლ პოგბა „იუვეს“ ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა და 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა, ხოლო „მანჩესტერში“ 226 თამაშში 38 გოლი მიითვალა. პოგბა „იუვეს“ თავის დროზე „მანჩესტერიდან“ უფასოდ შეუერთდა, მერე ის ტურინელებმა „წითელ ეშმაკებში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდეს, ხოლო ახლა შეიძლება კვლავ უფასოდ დაიმატონ.

შემთხვევითი სიახლე

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო …

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. …