ტურინის „იუვენტუსის“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა იტალია დატოვა – მატაის დე ლიხტმა. ნიდერლანდელი საცოლესთან და ძაღლთან ერთად სამშობლოში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა.
ეს იმის ფონზე, რომ ორი დღის წინ 4 მაისიდან ვარჯიშის ნება იტალიის მთავრობისგან გაიცა. არადა, დე ლიხტი ბევრი თანაკლუბელისგან განსხვავებით აქამდე ტურინში რჩებოდა.
იტალიაში ამ ეტაპზე დე ლიხტის გარდა, ალექს სანდრო, დანილო, დუგლას კოშტა, ვოიცეხ შჩესნი, ადრიენ რაბიო, გონსალო იგუაინი, კრიშტიანუ რონალდუ, სამი ხედირა და ვოიცეხ შჩესნი იმყოფებიან.
ამ პერიოდში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც უცხოეთიდან ტურინში დაბრუნდა, მირალემ პიანიჩია.