მთავარი / სიახლეები / ტრეზეგე: “პირლოს დრო დასჭირდება და მოთმინება გვმართებს”

ტრეზეგე: “პირლოს დრო დასჭირდება და მოთმინება გვმართებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ Tuttosport-თან ინტერვიუში ანდრეა პირლოსა და „იუვეს“ შესახებ ისაუბრა. ფრანგს სჯერა, რომ პირლო მოლოდინს გაამართლებს და კლუბს კარგი სეზონი ექნება.

– დავიდ, რას ფიქრობთ, მწვრთნელის შეცვალზე?

– ანდრეა პირლოს ბედმა ამ თავგადასავალში მთავარი მწვრთნელობა არგუნა. ხელმძღვანელობამ თამამმი და ამავე დროს მიზანმიმართული არჩევანი გააკეთა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზებმა, მათ შორის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებმა პირლოს არ მისცა საშუალება მთელ გუნდთან ერთად დიდი ხანი ემუშავა. ამას დრო სჭირდება, მოთმინება მოგვიწევს. პირლოს აქვს თავისი იდეები, თამაშის სტილი, მენტალიტეტი. თანდათანობით შეეცდება მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს. ეს არის ძალიან მკაფიო, აშკარა მიზნები, რომელიც ყოველთვის არსებობს, იმის მიუხედავად ვინ იქნება მწვრთნელი.

– რას ფიქრობთ 11 დღეში დასაწყებ სეზონზე, იქნება კიდევ ერთი წარმატებული სეზონი?

– „იუვე“ გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდია, თასების მოგება მისი დნმ-ის ნაწილია. ამისთვის „იუვენტუსმა“ ყოველთვის უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ანდრეას აქვს უნარი, რომ ფეხბურთელები კარგად შეისწავლო. ჩემი აზრით, ახლა ეს ყველაზე მთავარია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …