ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ „იუვენტუსში“ გადასვლის პირველი დღეები გაიხსენა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, დრამატული მომენტი იყო.
„ჩემი „იუვენტუსში“ მისვლის ამბავი საინტერესო და დრამატულია. კონტრაქტი გავაფორმე რობერტო ბეტეგასთან ევრო 2000-ის დაწყებამდე ორი დღით ადრე. „იუვეში“ პირველი შეკრება ადვილი არ ყოფილა, რადგან პუბლიკა რა თქმა უნდა, მადლობელი არ იყო (ტრეზეგემ იმ ევროპის ჩემპიონატზე იტალიას ფინალში ოქროს გოლი გაუტანა). ნელ-ნელა შედიხარ მის ისტორიაში და ნაწილში. ჩემთვის „იუვე“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბომბარდირის ტიტულიც მოვიგე, ჯადოსნური მომენტი იყო.
კამორანეზი პრინცი გახლდათ, დავიდსი კი ქილერი, ბუფონი სუპერგმირი. კიელინი? ის ძალიან უმატებდა, თავიდან არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ ახლა „იუვენტუსის“ ისტორიის ნაწილია. ყოველთვის საუკეთესოს დებდა მოედანზე და ეს მხოლოდ დიდ ჩემპიონებს შეუძლიათ.
მადრიდში სპორტული დირექტორის კურსების შესწავლა დავიწყე და ახლა ოჯახთან ერთად იქ ვარ. იმედია, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება“, – თქვა ტრეზეგემ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსის“ ღირსებას ზუსტად 10 სეზონი, 2000-2010 წლებში იცავდა და კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.