ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე სტეფანო ტაკონიმ დღეს გასამართი იტალიური დერბისა და თავის დროზე ვალტერ ძენგასთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა. ტაკონი დარწმუნებულია, რომ ის ძენგაზე კარგი მეკარე იყო და დღეს „იუვეს“ გამარჯვებისაც სჯერა.
„ჩემი ყველაზე დიდი კმაყოფილება ის არის, რომ იტალიის ნაკრებში თამაშო არასდროს წამიგია. 9-ჯერ ვითამაშე და იმ მატჩებში არ დავმარცხებულვართ. ძენგასთან შედარებით მე უფრო მშვიდი ვიყავი, რადგან იტალიასა და ევროპაში ტიტულებს ვიგებდი, ის კი არა.
დღევანდელი მატჩის პროგნოზი? არ ვამბობ, რომ მარტივი თამაში იქნება, რადგან გულშემატკივრების გარეშე ნამდვილი ფეხბურთი არ არის. ვიცი, რომ კონტე ჯიუტია და დაჟინებით ითხოვს სამკაციან დაცვას. „იუვეს“ საბედნიეროდ, რადგან ამ სქემით „ინტერი“ ბევრ გოლს უშვებს. ვიმედოვნებთ, რომ ერთით მეტ გოლს გავიტანთ, ნამდვილად „ბიანკონერი“ მოიგებს“, – თქვა ტაკონიმ.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო ტაკონი „იუვენტუსში“ 1983-1992 წლებში თამაშობდა.