ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. ალესიოს აზრით, რონალდუმ ბედნიერი არაა, ხოლო მაურიციო სარი „იუვეს“ სტილს არ შეესაბამება.
„არმგონია, რომ სარი „იუვენტუსისთვის“ შესაფერისი იყოს. ვფიქრობ, მხოლოდ ამაზე და მგონია, რომ მისი სათამაშო სტილი „იუვეს“ არ შეესაბამება. მახსოვს მისი „ემპოლი“, გარდა „ნაპოლისა“: სწრაფი, აგრესიული, დინამიური ფეხბურთი ბევრი გოლებით… დღეს „იუვენტუსი“ მოწინააღმდეგის კარიდან ძალიან შორს თამაშობს და ნამდვილად ვიცით, რომ სარის ფეხბურთი ასეთი არაა.
რონალდუ? მას არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ, რომ ბედნიერი არაა, რაღაც არასწორია. მაგრამ იმის თქმა, რომ სარის „იუვენტუსის“ პრობლემა კრიშტიანუა, მკრეხელობა იქნებოდა. „იუვენტუსში“ უნდა იყოს 10 ფეხბურთელი და გვირგვინის სახით კრიშტიანუ“, – თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ ალესიო ტაკინარდი „იუვენტუსის“ ღირსებას 1994-2005 წლებში იცავდა.