ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდის შესახებ ისაუბრა. მას არ მოეწონა კრიშტიანუ რონალდუს ღიმილი, რომელიც ტელეკამერებმა დააფიქსირეს „ინტერის“ მეორე გოლის შემდეგ.
„ანდრეამ უნდა გამოიყენოს მოთამაშის გამოცდილება, რადგან არ შეუძლია მწვრთნელის გამოცდილების გამოყენება, ის არ აქვს. თუმცა, ფსიქოლოგიური გასაღები უნდა მოძებნოს. არ არის დროს ტაქტიკაზე და სხვა მოტივებზე მუშაობის დრო, მხოლოდ მენტალური მუშაობაა საჭირო. გასახდელი ფეხბურთელებმა სიტყვებით – „მოდით წავიდეთ გამარჯვებისთვის!“ – უნდა დატოოვნ. პირველ რიგში საჭიროა რონალდუ გასაღების პოვნა, რადგან არ მომეწონა მისი ღიმილი „ინტერის“ მეორე გოლის შემდეგ. ეს საკრასტული იყო, დანებებას ნიშნავდა. მე ტოპფეხბურთელებთან ვთამაშობდი, მაგალითად იბრასთან და ისინი მოედანზე ყველაფერს გადმოსცემდნენ: ბედნიერებას, მონდომებას, დაძაბულობასაც.
არტურის თამაში რამდენჯერმე ვახეთ, კულუშევსკიმ კი უფრო მუდმივი პოზიცია უნდა მოძებნოს. „ატალანტას“ პრიმავერაში ნახევარდაცვის ცენტრშიც თამაშობს. მას უყვარს კართან ახლოს თამაში, მაგრამ შეგვიძლია რაბიოს ადგილზე ვცადოთ. ამ გუნდს ნახევარდაცვის ცენტრში პატარა ძრავი აქვს“, – თქვა ტაკინარდიმ.